Accentnews.ge
საქართველოს ნაკრებმა რაგბი ევროპის ჩემპიონატი ზედიზედ მეშვიდედ მოიგო

საქართველოს ნაკრებმა რაგბი ევროპის ჩემპიონატი ზედიზედ მეშვიდედ მოიგო

18/03/2024 05:47:35 საზოგადოება

საქართველოს მორაგბეთა ნაკრები პარიზში, რაგბი ევროპის ჩემპიონატის ფინალში პორტუგალიის ნაკრებს შეხვდა, 36:10 დაამარცხა და ზედიზედ მეშვიდედ (ისტორიაში კი მე-16-ედ) ტურნირის გამარჯვებული გახდა.

ფინალამდე მეხუთე-მერვე ადგილებისთვის მატჩში ბელგიამ პოლონეთი 34:8 დაამარცხა, ნიდერლანდებმა გერმანიას 45:0 მოუგო, მესამე ადგილისთვის შეხვედრაში კი ესპანეთმა რუმინეთს 40:33 სძლია.

საბოლოოდ რაგბი ევროპის ჩემპიონატზე ადგილები ასე განაწილდა:

1. საქართველო, 2. პორტუგალია, 3. ესპანეთი, 4. რუმინეთი, 5. ნიდერლანდები, 6. გერმანია, 7. ბელგია, 8. პოლონეთი.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S