Accentnews.ge
ზელენსკი: პუტინი ძალაუფლებით არის დაავადებული, მან მოღვაწეობა ჰააგაში განსასჯელის სკამზე უნდა დაასრულოს

ზელენსკი: პუტინი ძალაუფლებით არის დაავადებული, მან მოღვაწეობა ჰააგაში განსასჯელის სკამზე უნდა დაასრულოს

18/03/2024 05:26:52 მსოფლიო

უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი მიიჩნევს, რომ საპრეზიდენტო არჩევნების რუსულ იმიტაციას ლეგიტიმაცია არ აქვს, ხოლო ვლადიმირ პუტინმა მოღვაწეობა ჰააგაში განსასჯელის სკამზე უნდა დაასრულოს.

„მსოფლიოში ყველა მიხვდა, რომ ეს მოღვაწე, როგორც ეს ხშირად ყოფილა ისტორიაში, უბრალოდ დაავადდა ძალაუფლებით და ყველაფერს აკეთებს იმისთვის, რომ სიცოცხლის ბოლომდე მართავდეს. არ არსებობს ბოროტება, რომელსაც ის არ ჩაიდენს პირადი ძალაუფლების გახანგრძლივების მიზნით. მსოფლიოში არავინ არის, ვინც ამისგან დაცული იქნება. მას [პუტინს]მხოლოდ ერთი რამის -სამართლიანობის ეშინია. არჩევნების ამ იმიტაციაში ლეგიტიმაცია არ არსებობს და არც შეიძლება არსებობდეს. ამ პოლიტიკოსმა ჰააგაში განსასჯელის სკამზე უნდა დაასრულოს მოღვაწეობა. ეს არის ის, რაც უნდა უზრუნველვყოთ ჩვენ ყველამ, ვინც მსოფლიოში, სიცოცხლეს და პატიოსნებას პატივს სცემს.“, - განაცხადა ზელენსკიმ.

რუსეთის სამდღიანი საპრეზიდენტო არჩევნები 17 მარტს 21:00 საათზე დასრულდა.

ბიულეტენების 24% ზე მეტი დამუშავების შედეგების მიხედვით, ვლადიმირ პუტინი ლიდერობს. ცენტრალური საარჩევნო კომისიის ხელმძღვანელის, ელა პამფილოვას თქმით, ამჟამინდელმა პრეზიდენტმა ხმების თითქმის 88% მოიპოვა.

ოფიციალური გამარჯვების შემდეგ პუტინი რუსეთის პრეზიდენტი მეხუთე ვადით, 2030 წლამდე გახდება. 2030 წელს მას კვლავ შეუძლია არჩევნებში მონაწილეობა.

რუსეთში საპარლამენტო არჩევნები 15-17 მარტს ჩატარდა, რუსეთისა და მსოფლიოს სხვადასხვა ქალაქებში საპროტესტო აქციების ფონზე.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S