Accentnews.ge
რუსეთში საპრეზიდენტო არჩევნებს, მათ შორის დიმიტრი ლორთქიფანიძე აკვირდება: "არჩევნები მშვიდ ატმოსფეროში მიმდინარეობს"

რუსეთში საპრეზიდენტო არჩევნებს, მათ შორის დიმიტრი ლორთქიფანიძე აკვირდება: "არჩევნები მშვიდ ატმოსფეროში მიმდინარეობს"

16/03/2024 11:05:36 საზოგადოება

"რუსეთის საპრეზიდენტო არჩევნებზე საერთაშორისო დამკვირვებლებად მუშაობს ქართველების ჯგუფი", – იუწყება ტელეგრამარხი „რუსეთის ქართული სათვისტომო“.

როგორც პრიმაკოვის სახელობის ქართულ-რუსული საზოგადოებრივი ცენტრის დირექტორი დიმიტრი ლორთქიფანიძე აცხადებს, "არჩევნები მშვიდ ატმოსფეროში მიმდინარეობს".

მასთან ერთად, რუსეთში იმყოფება პოლიტოლოგი და ჟურნალისტი ვასო კაპანაძე და სხვები.

რუსეთში ხმის მიცემის პროცესს ასევე აკვირდებიან "დამკვირვებლები" ოკუპირებული აფხაზეთიდან და ცხინვალი ოკუპირებული რეგიონიდან.

რუსეთში საპრეზიდენტო არჩევნები 15 მარტს დაიწყო და 17 მარტს დასრულდება.

არჩევნები ტარდება უკრაინაში ომის ფონზე. მოქმედი პრეზიდენტი ვლადიმირ პუტინი მეხუთე ვადით იყრის კენჭს. კანდიდატები, რომლებიც ომის წინააღმდეგ გამოდიან, ხელისუფლებამ რეგისტრაციაში არ გაატარა.

რუსეთის ცენტრალური საარჩევნო კომისიის ცნობით, რუსეთის ტერიტორიაზე 112 309 947 ამომრჩეველია, ხოლო საზღვარგარეთ - 1 890 863.

რუსეთი თავის „ტერიტორიას“ უწოდებს უკრაინაში ოკუპირებულ რეგიონებსაც - დონეცკს, ლუგანსკს, ხერსონს, ზაპოროჟიეს და ყირიმს.

რუსეთი საპრეზიდენტო არჩევნებს ატარებს საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზეც, მოსკოვის მიერ „დამოუკიდებელ რესპუბლიკებად“ აღიარებულ ოკუპირებულ აფხაზეთსა და ცხინვალის ოკუპირებულ რეგიონში, რომელთა მოსახლეობის უდიდეს ნაწილს რუსეთის მოქალაქეობა აქვს. საერთაშორისო თანამეგობრობა გმობს ოკუპირებულ ტერიტორიებზე რუსეთის მიერ არჩევნების ჩატარებას.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S