Accentnews.ge
შოლცი: დასავლელი მოკავშირეების ახალი კოალიცია კიევს „შორი მანძილის სარაკეტო არტილერიით“ მოამარაგებს

შოლცი: დასავლელი მოკავშირეების ახალი კოალიცია კიევს „შორი მანძილის სარაკეტო არტილერიით“ მოამარაგებს

16/03/2024 07:23:52 მსოფლიო

გერმანიის კანცლერ ოლაფ შოლცის განცხადებით, უკრაინის დასავლელი მოკავშირეები შექმნიან ახალ კოალიციას, რათა კიევი „შორი მანძილის სარაკეტო არტილერიით“ მოამარაგონ. ამის შესახებ შოლცმა ბერლინში საფრანგეთის პრეზიდენტ ემანუელ მაკრონთან და პოლონეთის პრემიერ-მინისტრ დონალდ ტუსკთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა.

მისი თქმით, ახალი კოალიცია "რამშტეინის ფორმატის" ფარგლებში შეიქმნება.

გარდა ამისა, მან განაცხადა, რომ დასავლეთი უკრაინისთვის მეტ იარაღს შეიძენს:

  • ”ჩვენ დაუყოვნებლივ დავიწყებთ მეტი იარაღის შეძენას უკრაინისთვის. მას იარაღის გლობალურ ბაზარზე შევიძენთ".

ამასთან, მან უკრაინაში იარაღის წარმოების მხარდაჭერაზე ისაუბრა:

  • ”ჩვენ გავზრდით სამხედრო იარაღის წარმოების შესაძლებლობებს, მათ შორის – ჩვენს პარტნიორებთან თანამშრომლობით უკრაინაში”.

როგორც შოლცმა აღნიშნა, ევროპაში გაყინული რუსული აქტივების სარგებელს, მათ შორის კიევისთვის იარაღის შესაძენად გამოიყენებენ:

  • ”ჩვენ გამოვიყენებთ ევროპაში გაყინული რუსული აქტივებიდან მიღებულ სარგებელს უკრაინის ფინანსური დახმარების უზრუნველსაყოფად, ასევე – მისთის იარაღის შესაძენად”.

როგორც BBC წერს, ეს შეხვედრა მოეწყო მას შემდეგ, რაც უკრაინის დახმარების საკითხში სამ ქვეყანას შორის მნიშვნელოვანი სხვაობები გამოვლინდა: მაკრონმა განაცხადა, რომ კიევის დახმარებაში შეზღუდვები დაუშვებელია. მან არ გამორიცხა არც დასავლეთის ჯარების გაგზავნა უკრაინის ტერიტორიაზე. ამის შემდეგ შოლცმა განაცხადა, რომ უკრაინის ტერიტორიაზე ჯარების გაგზავნა კატეგორიულად გამორიცხულია.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S