Accentnews.ge
ლატვიის სპეცსამსახური შაბათ-კვირას პროვოკაციების მაღალი რისკის შესახებ გაფრთხილებით გამოდის

ლატვიის სპეცსამსახური შაბათ-კვირას პროვოკაციების მაღალი რისკის შესახებ გაფრთხილებით გამოდის

15/03/2024 18:44:08 მსოფლიო

ლატვიის სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური გამოდის გაფრთხილებით შაბათს, 16 მარტს, ლეგიონერების ხსოვნისადმი მიძღვნილ მსვლელობისას პროვოკაციების მაღალი რისკის შესახებ. წერს Delfi.

ამასთან, სპეცსამსახურმა აღნიშნა, რომ 16 მარტის მოახლოებასთან დაკავშირებით, სახელმწიფო პოლიციასთან თანამშრომლობით, რამდენიმე კვირაა ინტენსიურ რეჟიმში მუშაობენ შესაძლო პროვოკაციების ოპერატიულად გამოვლენის მიზნით.

წელს პროვოკაციების რისკი უფრო მაღალია, რადგან მსვლელობა ემთხვევა რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტის „არჩევნებს, კერძოდ, რიგაში რუსეთის საელჩოში ხმის მიცემის პროცესს.

მეორეც – როგორც სპრეცსამსახურები აღნიშნავენ, ბოლო დროს ლატვიასა და ბალტიისპირეთის სხვა ქვეყნებში რუსული სპეცსამსახურების მიერ ორგანიზებული სხვადასხვა პროვოკაციული ქმედებები განხორციელდა.

მესამე – სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა საინფორმაციო სივრცის მონიტორინგის დროს ბოლო პერიოდში შეამჩნია ეთნიკური დაძაბულობის ზრდა.

"ჩვენს ხელთ არსებული ინფორმაცია არ მიუთითებს იმაზე, რომ ლეგიონერების მსვლელობისას რომელიმე პირი ან პირთა ჯგუფი შეგნებულად გეგმავს პროვოკაციებს, თუმცა, ზემოთ ჩამოთვლილი ფაქტორების გათვალისწინებით, მათი გამორიცხვა შეუძლებელია",– აღნიშნავს უსაფრთხოების სამსახური.

16 მარტს რიგაში ლატვიელი ლეგიონერების ხსოვნისადმი მიძღვნილი მსვლელობა გაიმართება.

მანამდე ცნობილი გახდა, რომ ლატვიაში პოლიცია და უსაფრთხების სამსახური ამოწმებენ იმ ადამიანებს, რომლებიც რუსეთის საპრეზიდენტო არჩევნების დროს რიგაში რუსეთის საელჩოსთან მიდიან. გარდა ამისა, ლატვიისა და ესტონეთის სასაზღვრო სამსახურები გააძლიერებენ კონტროლს რუსეთთან საზღვარზე არჩევნების დღეებში.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S