Accentnews.ge
ლიეტუვას თავდაცვის მინისტრი თანამდებობიდან გადადგა

ლიეტუვას თავდაცვის მინისტრი თანამდებობიდან გადადგა

15/03/2024 18:07:11 მსოფლიო

ლიეტუვას პრემიერ-მინისტრმა ინგრიდა შიმონიტემ გადადგომის შესახებ წერილი მიიღო ქვეყნის ეროვნული თავდაცვის მინისტრისგან არვიდას ანუსაუსკასისგან. ამის შესახებ ქვეყნის მთავრობამ ოფიციალურად 15 მარტს განაცხადა. მანამდე მედია წერდა მინისტრის შესაძლო გადადგომის შესახებ.

„ლიეტუვას რესპუბლიკის მთავრობის პრესსამსახური ადასტურებს, რომ დღეს, 15 მარტს, პრემიერ-მინისტრმა ინგრიდა სიმონიტემ გადადგომის შესახებ წერილი მიიღო ეროვნული თავდაცვის მინისტრის არვიდას ანუსაუსკასისგან“, - ნათქვამია მთავრობის მოკლე განცხადებაში და დასძენენ, რომ კომენტარები 18 მარტს გაკეთდება.

მედია საკადრო ცვლილებას აშშ–ში ვიზიტის შემდეგ პრემიერსა და მინისტრს შორის წარმოქმნილ დაპირისპირებას უკავშირებს.

ახალი მინისტრის თანამდებობაზე შესაძლოა დასახელდეს ეროვნული უსაფრთხოებისა და თავდაცვის პარლამენტის კომიტეტის მოქმედი ხელმძღვანელი ლაურინას კასციუნასი. ამავდროულად, ანუსაუსკასის თანამდებობიდან გადაყენება ლიეტუვას პრეზიდენტის გიტანას ნაუსედას თანხმობას მოითხოვს. ამ საკითხზე ორი შეხვედრა შაბათს, 16 მარტს იგეგმება.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S