
18 მარტს საქართველოში UFC-ის ქართველი ჩემპიონი ჩამოვა
15/03/2024 17:38:12 საზოგადოება
პრემიერ-მინისტრის, ირაკლი კობახიძის მოწვევით, საქართველოში 18 მარტს ილია თოფურია ჩამოვა. ამის შესახებ ინფორმაციას მთავრობის სტრატეგიული კომუნიკაციების დეპარტამენტი ავრცელებს.
თბილისის საერთაშორისო აეროპორტში რეისი 18:30 საათზე დაეშვება.
ილია თოფურია 21 მარტს თბილისში საქართველო-ლუქსემბურგის მატჩს დაესწრება.
ილია თოფურიამ ალექსანდრ ვოლკანოვსკი დაამარცხა და UFC-ის ქვემსუბუქი წონის ჩემპიონი გახდა. ილია თოფურია პირველი ქართველი მებრძოლი გახდა, რომელიც UFC-ის ჩემპიონია.