Accentnews.ge
თურქეთის სანაპიროსთან მიგრანტების ნავი ჩაიძინა, დაღუპულთა შორის ბავშვებიც არიან

თურქეთის სანაპიროსთან მიგრანტების ნავი ჩაიძინა, დაღუპულთა შორის ბავშვებიც არიან

15/03/2024 17:25:00 მსოფლიო

თურქეთში, ჩანაქკალეს პროვინციის სანაპიროსთან მიგრანტების ნავი ჩაიძირა. ინფორმაციას პროვინციის გუბერნატორზე დაყრდნობით "როიტერი" ავრცელებს.

იუწყებიან, რომ დაღუპულია 22 ადამიანი, მათ შორის, 7 ბავშვი.

სანაპირო დაცვის სამსახურმა ორი ადამიანის გადარჩენა შეძლო, კიდევ ორმა ნაპირზე გამოღწევა საკუთარი ძალებით შეძლო.

ადგილზე სამაშველო-სამძებრო ოპერაცია მიმდინარეობს, რომელშიც ჩართულია თვითმფრინავი, ვერტმფრენები და 18 ხომალდი.

ჯერჯერობით უცნობია, სულ რამდენი მიგრანტი იმყოფებოდა ნავში.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S