Accentnews.ge
პუტინმა ხმა ონლაინ მისცა

პუტინმა ხმა ონლაინ მისცა

15/03/2024 17:16:32 მსოფლიო

პუტინმა რუსეთის საპრეზიდენტო არჩევნებში ხმა ონლაინ მისცა. ვიდეოს კრემლი ავრცელებს.

დღეს მედია იუწყებოდა სისტემაში დაფიქსირებული ხარვეზების შესახებ და რომ ამომრჩევლებს მოლოდინის რეჟიმში უწევდათ ყოფნა. მათ სახელისუფლებო უწყება ურჩევდა, ან სხვა დროს მიეცათ ხმა, ან რიგს დალოდებოდნენ.

რუსეთში დღეს სამდღიანი საპრეზიდენტო არჩევნების პირველი დღეა. არჩევნებში მონაწილეობს ვლადიმირ პუტინი და მისი სამი ფიქტიური ოპონენტი. ერთადერთ კანდიდატი, რომელსაც ანტისაომარი პოზიცია ჰქონდა და საჭირო ხმათა რაოდენობა მოაგროვა, რუსულმა ცესკომ არ დაარეგისტრირა. კრიტიკოსთა შეფასებით, კრემლი არ მოელოდა ამ კაცდიდატთან მიმართებით მოქალაქეთა აქტიურობას და არ იყო მის ინტერესში ანტისაომარი განწყობის მქონე მოქალაქეთა რაოდენობა არჩევნებზე დაფიქსირებულიყო.

71 წლის პუტინი, რომელიც რუსეთს 24 წელია მართავს, პრეზიდენტის პოსტზე დარჩენას კიდევ ექვსი წლით აპირებს.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S