Accentnews.ge
რუსეთის წინააღმდეგ ომში გერმანელი მოხალისე დაიღუპა

რუსეთის წინააღმდეგ ომში გერმანელი მოხალისე დაიღუპა

15/03/2024 16:39:20 მსოფლიო

აღმოსავლეთ უკრაინაში რუსეთის წინააღმდეგ ომში გერმანიის მოქალაქე დაიღუპა. ინფორმაცია გერმანულ Redaktionsnetzwerk Deutschland-ს საერთაშორისო ლეგიონში დაუდასტურეს.

მათი ცნობით, 37 წლის მამაკაცი, რომელიც საკუთარ თავს შტეფანს უწოდებდა, ხუთშაბათს დაბომბვისას დაიღუპა. ის სადაზვერვო დანაყოფთან ერთად მუშაობდა, თავშესაფარი დაიბომბა და გერმანელი სამხედრო ნანგრევებში მოყვა. მისი ცხედარი ამოასვენეს.

Redaktionsnetzwerk Deutschland კაცს ერთი წლის წინ ხარკოვში ესაუბრა. მაშინ შტეფანმა თქვა, რომ ის ბუნდესვერში ხუთი წლის განმავლობაში მსახურობდა და სამჯერ იყო ავღანეთში ნამყოფი. მას ჰქონდა სატრანსპორტო კომპანია სამხრეთ გერმანიაში. 2022 წლის აპრილში უკრაინაში გაემგზავრა. ის დაჭრილიც იყო.

კაცმა თქვა, რომ რუსებმა "მის თავზე" ჯილდო დააწესეს, ამიტომ, არ სურდა საკუთარი თავის შესახებ დეტალების გამჟღავნება.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S