
ტუსკი – შოლცთან და მაკრონთან შეხვედრამდე: უკრაინისადმი რეალური სოლიდარობა გულისხმობს ნაკლებ სიტყვებს და მეტ იარაღს
15/03/2024 16:23:26 მსოფლიო
პოლონეთის პრემიერ-მინისტრმა დონალდ ტუსკმა გერმანიისა და საფრანგეთის ლიდერებთან ოლაფ შოლცთან და ემანუელ მაკრონთან შეხვედრის წინ განაცხადა, თუ რას გულისხმობს „უკრაინისადმი ნამდვილი სოლიდარობის“ კონცეფცია.
"უკრაინისადმი ნამდვილი სოლიდარობა? ნაკლები სიტყვები, მეტი საბრძოლო მასალა", - დაწერა პოლონეთის პრემიერ-მინისტრმა X-ზე.
მედია წერდა, რომ ე.წ. ვაიმარის სამკუთხედის ფორმატში ლიდერების შეხვედრამ ხელი უნდა შეუწყოს უთანხმოების მოგვარებას და მსოფლიო საზოგადოებისთვის ერთიანობის დემონსტრირებას მას შემდეგ, რაც ბოლო დროს აშკარა გახდა პარიზსა და ბერლინს შორის მნიშვნელოვანი უთანხმოება და ორმხრივი პრეტენზიები, მათ შორის უკრაინის მხარდაჭერის საკითხებში. ეს ეხება შორი მანძილის რაკეტებს, დახმარების მოცულობას.
როგორც ითქვა, მოლაპარაკებების შემდეგ კონკრეტული გადაწყვეტილებები ან განცხადებები არ იგეგმება და შეხვედრის მთავარი მიზანი ერთიანობის დემონსტრირებაა.