Accentnews.ge
მედია: პეტერბურგში, საარჩევნო უბანზე ხანძარი გაჩნდა "მოლოტოვის კოქტეილის" სროლის შემდეგ

მედია: პეტერბურგში, საარჩევნო უბანზე ხანძარი გაჩნდა "მოლოტოვის კოქტეილის" სროლის შემდეგ

15/03/2024 13:38:41 მსოფლიო

პეტერბურგში, ერთ-ერთ საარჩევნო უბანზე ხანძარი იყო. ვიდეოკადრები სოციალურ ქსელებში ვრცელდება.

იუწყებიან, რომ უბანზე ხმის მისაცემად გამოყოფილ კაბინას "მოლოტოვის კოქტეილი" ესროლეს. დეტალების შესახებ ცნობები არ ვრცელდება.

შეგახსენებთ, რუსეთში დღეს სამდღიანი საპრეზიდენტო არჩევნების პირველი დღეა. არჩევნებში მონაწილეობს ვლადიმირ პუტინი და მისი სამი ფიქტიური ოპონენტი. ერთადერთ კანდიდატი, რომელსაც ანტისაომარი პოზიცია ჰქონდა და საჭირო ხმათა რაოდენობა მოაგროვა, რუსულმა ცესკომ არ დაარეგისტრირა. კრიტიკოსთა შეფასებით, კრემლი არ მოელოდა ამ კაცდიდატთან მიმართებით მოქალაქეთა აქტიურობას და არ იყო მის ინტერესში ანტისაომარი განწყობის მქონე მოქალაქეთა რაოდენობა არჩევნებზე დაფიქსირებულიყო.

71 წლის პუტინი, რომელიც რუსეთს 24 წელია მართავს, პრეზიდენტის პოსტზე დარჩენას კიდევ ექვსი წლით აპირებს.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S