Accentnews.ge
ბათუმში TV 25-ის ჟურნალისტებზე თავდასხმის შესახებ იუწყებიან

ბათუმში TV 25-ის ჟურნალისტებზე თავდასხმის შესახებ იუწყებიან

15/03/2024 12:57:15 საზოგადოება

ბათუმში TV25-ის გადამღებ ჯგუფს თავს დაესხნენ. მედიასაშუალების ცნობით, თავდასხვა გუშინ, 14 მარტს მოხდა.

როგორც იუწყებიან, არხის რეპორტიორი და ოპერატორი "ოცნების ქალაქში" მოქალაქეებისთვის აშენებული კორპუსების გადაღების მიზნით იმყოფებოდნენ, რა დროსაც ჟურნალისტურ საქმიანობაში ხელი შეუშალეს.

ტელევიზიის მიერ გავრცელებულ ვიდეოში ჩანს, რომ დაცვის თანამშრომელი ოპერატორისთვის კამერის წართმევასაც ცდილობდა.

"ჩვენს რეპორტიორს და ოპერატორს ე.წ. „ოცნების ქალაქში“ ჟურნალისტურ საქმიანობაში ხელი შეუშალეს. „მაცნეს“ კამერა ადგილზე უკიდურესად გაჭირვებული მოქალაქეებისთვის აშენებული კორპუსების გადაღების მიზნით იმყოფებოდა, თუმცა თეო ფუტკარაძეს იქ დასაქმებულები დაუპირისპირდნენ და ღია სივრცეში გადაღების უფლება არ მისცეს. იყო სიტყვიერი შეურაცხყოფა და აგრესია.

რამ გამოიწვია მათი გაღიზიანება, ჩვენთვის უცნობია, თუმცა წინააღმდეგობას იქ მომუშავეები უსაფრთხოების დაცვის მოტივით ხსნიდნენ. საცხოვრებელი კორპუსების პროექტს ე.წ ოცნების ქალაქში აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტრო ახორციელებს", - აღნიშნავს TV25.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S