Accentnews.ge
ოდესაზე რუსების თავდასხმის შედეგად დაღუპულია 8 ადამიანი, დაშავდა მინიმუმ, 20

ოდესაზე რუსების თავდასხმის შედეგად დაღუპულია 8 ადამიანი, დაშავდა მინიმუმ, 20

15/03/2024 12:51:05 მსოფლიო

რვა ადამიანი დაიღუპა და 20-ზე მეტი დაშავდა ოდესაზე სარაკეტო თავდასხმის შედეგად,– იტყობინება უკრაინის გენერალური პროკურატურა.

რეგიონული ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა ოლეგ კიპერმა ტელეგრამის არხზე დაწერა, რომ დაღუპულებს შორის ადგილობრივ მცხოვრებლებთან ერთად არიან, აფეთქების შემდეგ შემთხვევის ადგილზე მისული სასწრაფო სამედიცინო დახმარების მედპერსონალი და საგანგებო სიტუაციების სამსახურის თანამშრომლები. მედიკოსებსა და მაშველებს შორის არიან მძიმედ დაჭრილებიც. დაშავებულთა საერთო რაოდენობა დგინდება, ყველა მათგანს უტარდება საჭირო სამედიცინო დახმარება.

სარაკეტო იერიშის შედეგად დაზიანდა 10 კერძო სახლი, ავტოგასამართი სადგური, დაბალი წნევის გაზსადენი და 2 სახანძრო-სამაშველო მანქანა, გაჩნდა ხანძარი.

განახლება

დაღუპულთა რაოდენობა 14–მდე გაიზარდა.

16 მარტი ოდესაში გლოვის დღედ გამოცხადდა.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S