Accentnews.ge
რუმინეთი რუსეთისგან ოქროს მარაგის დაბრუნებას მოითხოვს

რუმინეთი რუსეთისგან ოქროს მარაგის დაბრუნებას მოითხოვს

15/03/2024 12:47:16 მსოფლიო

რუმინეთი მოითხოვს, რომ რუსეთმა დაუბრუნოს ოქროს მარაგი, რომელიც მოსკოვში გაიტანეს 1916-17 წლებში. საუბარია 90 ტონაზე მეტ ოქროს მონეტებსა და ზოდებზე. ბუქარესტის ამ მოთხოვნას შესაბამისი რეზოლუციით ხუთშაბათს ევროპარლამენტი შეუერთდა.

რუმინეთის ეროვნული ბანკის ოქროს რეზერვი რუსეთში 1916-1917 წლებში გაიტანა რუმინეთის მთავრობამ, რომელიც პირველი მსოფლიო ომის დროს შეშფოთებული იყო მარაგის უსაფრთხოებით. რუსეთის ოქტომბრის რევოლუციის შემდეგ, ბოლშევიკურმა მთავრობამ ძვირფასეულობა დააპატიმრა და, 1918 წელს რუმინეთის სამეფოსთან დიპლომატიური ურთიერთობების გაწყვეტის შემდეგ, უარი თქვა მის უკან დაბრუნებაზე. მეორე მსოფლიო ომის შემდეგ, რუმინეთმა ოქროს ნაწილი დაიბრუნა, მაგრამ ბოლო წლებში რუმინეთი რეზერვის დარჩენილი ნაწილის დაბრუნებას ცდილობს.

თავის რეზოლუციაში ევროპარლამენტი მოუწოდებს რუსეთს, სრულად დაუბრუნოს ოქროს დარჩენილი ნაწილი ბუქარესტს და ასევე მოუწოდებს ევროკომისიას და ევროპის საგარეო ურთიერთობათა სამსახურს, რომ რუმინეთის ეროვნული საგანძურის რესტიტუციის საკითხი ევროკავშირსა და რუსეთს შორის დიპლომატიური ურთიერთობის რეგულირებისკენ მიმართული დღის წესრიგის პრიორიტეტად აქციოს.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S