
უკრაინამ კიდევ 100 დაღუპული სამხედროს ცხედარი დაიბრუნა
15/03/2024 12:09:15 მსოფლიო
უკრაინამ კიდევ 100 დაღუპული სამხედრო მოსამსახურის ცხედარი დაიბრუნა. ამის შესახებ უკრაინის სამხედრო ტყვეთა მოპყრობის საკოორდინაციო შტაბი იტყობინება.
ცხედრებს ჯერ ექსპერტიზაზე გადაასვენებენ იდენტიფიცირებისთვის.
შტაბში აცხადებენ, რომ იდენტიფიკაციის შემდეგ ცხედრები ოჯახებს გადაეცემათ დასაკრძალად.
ბოლოს უკრაინამ 58 სამხედრო მოსამსახურის ცხედარი დააბრუნა, რუსეთმა – 61.