Accentnews.ge
მედია: "ჰამასმა" ცეცხლის შეწყვეტის წინადადებას წარადგინა, რომელიც მძევლების გათავისუფლებასაც მოიცავს

მედია: "ჰამასმა" ცეცხლის შეწყვეტის წინადადებას წარადგინა, რომელიც მძევლების გათავისუფლებასაც მოიცავს

15/03/2024 11:07:24 მსოფლიო

"ჰამასმა" ისრაელთან შუამავლებსა და შეერთებულ შტატებს წარუდგინა ღაზას სექტორში ცეცხლის შეწყვეტის წინადადება, რომელიც ითვალისწინებს მძევლების გათავისუფლებას პალესტინელი პატიმრების სანაცვლოდ, რომელთაგან 100 სამუდამო პატიმრობა აქვს მისჯილი,– იტყობინება Reuters.

შეთავაზების მიხედვით, თავდაპირველად მოხდება ქალების, ბავშვების, მოხუცებისა და ჯანმრთელობის პრობლემების მქომე მძევლების გაცვლა 700-დან 1000-მდე პალესტინელ პატიმარში.

ისრაელის პრემიერ–მინისტრის, ბენიამინ ნეთანიაჰუს ოფისმა აღნიშნა, რომ ჰამასის პოზიციები "არარეალისტურ მოთხოვნებზეა" დამყარებული.

დოკუმენტის მიხედვით, ტყვეებისა და პატიმრების გაცვლის პირველი ეტაპის შემდეგ შესაძლებელი იქნება პერმანენტულ ცეცხლის შეწყვეტის თარიღზე და ღაზის სექტორიდან ისრაელის ძალების გაყვანაზე შეთანხმება.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S