Accentnews.ge
მაკრონი: ყირიმის დეოკუპაციის გარეშე მშვიდობა ხანგრძლივი არ იქნება

მაკრონი: ყირიმის დეოკუპაციის გარეშე მშვიდობა ხანგრძლივი არ იქნება

15/03/2024 10:54:46 მსოფლიო

საფრანგეთის პრეზიდენტი ემანუელ მაკრონი თვლის, რომ მხოლოდ უკრაინის ტერიტორიების სრული დეოკუპაცია იქნება ხანგრძლივი მშვიდობის გარანტია.

„მშვიდობა ხანგრლივი ვერ იქნება, თუ არ იქნება სუვერენიტეტი, თუ არ დაბრუნდება უკრაინა საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში ყირიმის ჩათვლით“, - თქვა მაკრონმა TF1 და France 2 ტელეარხებთან ინტერვიუში.

მაკრონმა ასევე აღნიშნა, რომ ის არ ცდილობს რუსეთსა და უკრაინას შორის სრულმასშტაბიანი ომის ესკალაციას, მაგრამ რუსეთის ფედერაციასა და კრემლის რეჟიმს საფრანგეთის „მოწინააღმდეგედ“ მიიჩნევს.

„დღეს რუსეთი, რა თქმა უნდა, მოწინააღმდეგეა. კრემლის რეჟიმი, მოწინააღმდეგეა. როგორც ყოველთვის ვამბობდი, ჩვენ არ ვაწარმოებთ ომს რუსეთისა და რუსი ხალხის წინააღმდეგ და მხარს ვუჭერთ უკრაინას“, - დასძინა პოლიტიკოსმა.

ამავე ინტერვიუში მაკრონმა თქვა, რომ ამ ომში რუსეთის გამარჯვების შემთხვევაში ევროპუსადმი ნდობა განულდება და ამის დაუშვებლობაზე ისაუბრა.

გასულ თვეში საფრანგეთის პრეზიდენტმა ემანუელ მაკრონმა უკრაინაში დასავლური ჯარების გაგზავნა არ გამორიცხა, თუმცა თქვა ისიც, რომ ამჟამად აზრთასხვადასხვაობაა. .

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S