Accentnews.ge
რუსეთის კიდევ ერთ ნავთობგადამამუშავებელ ქარხანაზე დრონებით შეტევის შესახებ იუწყებიან

რუსეთის კიდევ ერთ ნავთობგადამამუშავებელ ქარხანაზე დრონებით შეტევის შესახებ იუწყებიან

15/03/2024 08:55:28 მსოფლიო

უკრაინის სამხედრო დაზვერვაში აცხადებენ, რომ უპილოტო საფრენი აპარატებით რუსეთის კიდევ ერთ ნავთობგადამამუშავებელ საწარმოს შეუტიეს.

უკრაინის თავდაცვის სამინისტროს დაზვერვის მთავარი სამმართველოს წარმომადგენელმა ანონიმურობის დაცვის პირობით გამოცემა „უკრაინსკა პრავდას“ განუცხადა, რომ "დღეს დრონებით შეუტიეს კალუგის ოლქში მდებარე საწარმოს, „პირველ ქარხანას“, რომელსაც პუტინის ხელისუფლება სამხედრო მიზნებით იყენებს". მისი თქმით, დრონებმა „დასახულ მიზანს მიაღწიეს“. უკრაინის სამხედრო დაზვერვის წარმომადგენელს სხვა დეტალები არ გაუმხელია.

დღეს დილით კალუგის ოლქის გუბერნატორმა ვლადისლავ შაპშამ ტელეგრამ-არხით გაავრცელა ცნობა, რომ საჰაერო თავდაცვის ძალებმა ძერჟინსკის რაიონში „ჩაახშეს“ 4 უპილოტო საფრენი აპარატი. გუბერნატორის მტკიცებით, ინფრასტრუქტურა არ დანგრეულა და არავინ დაშავებულა. ნავთობქიმიური საწარმო „პირველი ქარხანა“ კალუგის ოლქის იმ რაიონში მდებარეობს, რომელიც შაპშამ დაასახელა.

რუსული ინტერნეტგამოცემა Baza წერს, რომ ერთ-ერთი დრონი ქარხნის მილს მოხვდა და ხანძარი გამოიწვია.

  • 12 მარტს დრონებით შეტევის შედეგად დაზიანდა კომპანია „ლუკოილის“ ნავთობგადამამუშავებელი ქარხანა, რომელიც ნიჟნი-ნოვგოროდის ქალაქ კსტოვოში მდებარეობს.
  • 13 მარტს უპილოტო საფრენი აპარატებით შეტევა იყო როსტოვის ოლქის ქალაქ ნოვოშახტინსკში მდებარე ნავთობპროდუქტების ქარხანაზე.
  • 13 მარტს დრონებით იერიში იყო რიაზანის ნავთობგადამამუშავებელ ქარხანაზე, რომელიც რუსეთის ნავთობის და გაზის უმსხვილესი კომპანიის, „როსნეფტის“ კონტროლქვეშაა.
  • 13 მარტს დრონებით შეტევა იყო ლენინგრადის ოლქის ქალაქ კირიშიში მდებარე ნავთობგადამამუშავებელ ქარხანაზე.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S