Accentnews.ge
გერმანიის უმსხვილესი სამხედრო კონცერნი უკრაინაში 4 ქარხანას ააშენებს

გერმანიის უმსხვილესი სამხედრო კონცერნი უკრაინაში 4 ქარხანას ააშენებს

15/03/2024 08:48:54 მსოფლიო

გერმანული იარაღის მწარმოებელი Rheinmetall აპირებს გახსნას სულ მცირე ოთხი ქარხანა უკრაინაში ჭურვების, სამხედრო აღჭურვილობის, დენთის და საჰაერო თავდაცვის სისტემების წარმოებისთვის, განაცხადა კონცერნის ხელმძღვანელმა არმინ პაპერგერმა.

”უკრაინა გახდა ჩვენთვის მნიშვნელოვანი პარტნიორი", - თქვა მან.

რუსეთის შეჭრამ უკრაინაში ხელი შეუწყო გერმანული იარაღის ინდუსტრიის ზრდას. Rheinmetall-ის საწარმოების მთლიანმა ბრუნვამ 2023 წელს მიაღწია რეკორდულ 7,2 მილიარდ ევროს, წელს კი კონცერნი 10 მილიარდ ევროს მიიღებს.

თებერვალში Rheinmetall-ის აქციების ფასმა ისტორიაში პირველად 400 ევროს გადააჭარბა. მიზეზი გახდა უკრაინაში საარტილერიო საბრძოლო მასალის წარმოებისთვის ახალი ქარხნის აშენების გეგმების გამოცხადება. მოელიან ყოველწლიურად ნატოს სტანდარტის 155 მმ-იანი ჭურვების „ექვსნიშნა რაოდენობის“ წარმოებას. მშენებლობა მალე დაიწყება. გარდა ამისა, Rheinmetall-ს უკვე აქვს ერთობლივი საწარმო უკრაინაში სამხედრო ტექნიკის შეკეთების მიზნით.

გერმანული კონცერნი კიევის უმსხვილესი სამხედრო-სამრეწველო პარტნიორია. 2022 წელს Rheinmetall-მა მიიღო 900 მილიონი ევროს შეკვეთები, ხოლო 2023 წელს მათი მოცულობა 2,5 მილიარდ ევრომდე გაიზარდა.

დეკემბერში პაპერგერმა ისაუბრა უკრაინაში არსებული ობიექტების დაქირავებისა და გადაკეთების გეგმებზე ჯავშანტექნიკის წარმოებისთვის. ხელშეკრულების გაფორმება მიმდინარე წლის დასაწყისში იგეგმებოდა. „კონტრაქტის ხელმოწერის შემდეგ, ჩვენ გვინდა, დავასრულოთ პირველი Fuchs 6-7 თვეში, ხოლო პირველი Lynx 12-13 თვეში“, - აღნიშნა პაპერგერმა და დასძინა, რომ ჯავშანტექნიკის სერიული წარმოება უკრაინაში ზაფხულის ბოლოს დაიწყება. 2024 წელს, ხოლო ქვეითი საბრძოლო მანქანების - 2025 წლის ზაფხულში.

მარტში Rheinmetall-ის ხელმძღვანელმა გამოაცხადა უკრაინაში ქარხნის აშენების გეგმები უახლესი Panther-ის ტანკების წარმოებისთვის. მაშინ პაპერგერმა პროექტის ღირებულება 200 მილიონ ევროდ შეაფასა და განაცხადა, რომ კომპანიას შეეძლება წელიწადში 400-მდე მანქანის წარმოება. Panther არის Rheinmetall-ის თანამედროვე საბრძოლო ტანკების უახლესი მოდელი.

გარდა ამისა, Rheinmetall აპირებს ქარხნის აშენებას ლიეტუვაში.

Rheinmetall არის წამყვანი სამხედრო კონტრაქტორი და მსოფლიოში საბრძოლო მასალის ერთ-ერთი უდიდესი მწარმოებელი. 2025 წლისთვის კონცერნი წელიწადში 700 ათასამდე საარტილერიო ჭურვის წარმოებას გეგმავს.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S