Accentnews.ge
რუსეთს საქართველოს, მათ შორის, ოკუპირებული აფხაზეთის მიმართულებით საზღვაო ტაქსის ამოქმედება სურს

რუსეთს საქართველოს, მათ შორის, ოკუპირებული აფხაზეთის მიმართულებით საზღვაო ტაქსის ამოქმედება სურს

15/03/2024 08:23:54 პოლიტიკა, საზოგადოება

"კრასნოდარის ტერიტორიის განვითარების ფონდი" საქართველოს, მათ შორის რუსეთის მიერ ოკუპირებული აფხაზეთის მიმართულებით საზღვაო ტაქსის ამოქმედებას გეგმავს. ამის შესახებ რუსეთის პროპაგანდისტულ მედიარესურს TASS-თან ფონდის გენდირექტორმა ილია შაკალოვმა ისაუბრა.

მან თქვა, რომ თავდაპირველად პროექტი სოჭიდან ნოვოროსიისკიში ორი კატამარანის გაშვებას ითვალისწინებს. თითო 340-მდე ადამიანს დაიტევს.

"ალტერნატიული ტურისტული მარშრუტი მნიშვნელოვნად განმუხტავს მარშრუტზე საცობებს და მგზავრობის ფასს განახევრებს. წყლის სამგზავრო ტრანსპორტის განვითარება ძალიან პერსპექტიულია კრასნოდარის ტერიტორიისთვის. ასეთ გემს შეუძლია, დღეში ორი ვიზიტი განახორციელოს. მგზავრობის დრო დაახლოებით 4 საათი იქნება. გარდა ამისა, მომავალში ტურისტები საზღვაო გზით შეძლებენ აფხაზეთსა და საქართველოში მოხვედრას“, - აღნიშნა შაკალოვმა.

მას არ დაუზუსტებია, მიმდინარეობს თუ არა რაიმე სახის მოლაპარაკებები ქართულ მხარესთან და რა განწყობებია მას შემდეგ, რაც ბათუმის დატოვება პროტესტების ფონზე ნაჩქარევად მოუწიათ რუსულ საკრუიზო ხომალდებს.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S