Accentnews.ge
თებერვალში  რუსეთიდან ფულადი გზავნილები 67%-ით შემცირდა: საიდან  რიცხავენ ფულს საქართველოში

თებერვალში  რუსეთიდან ფულადი გზავნილები 67%-ით შემცირდა: საიდან  რიცხავენ ფულს საქართველოში

15/03/2024 07:37:41 ეკონომიკა

2024 წლის თებერვალში ქვეყანაში შემოსული ფულადი გზავნილების მოცულობამ 272.3 მლნ აშშ დოლარი შეადგინა, რაც 100 მილიონი დოლარით, ანუ 27%-ით ნაკლებია წინა წლის ანალოგიურ მაჩვენებელზე.

ქვეყნების მიხედვით ყველაზე მეტი თანხა კვლავ რუსეთის ფედერაციიდან გადმოირიცხა, რამაც 62 მილიონი დოლარი შეადგინა, თუმცა წლიურად რუსული ფულადი გზავნილები 126 მილიონი დოლარით არის შემცირებული.

გაზრდილია გზავნილები იმ ქვეყნებიდან, საიდანაც თანხებს ძირითადად სამუშაოდ წასული ქართველი მიგრანტები რიცხავენ, მათ შორის იტალიიდან 13%-ით გაიზარდა, აშშ-დან – 35%-ით.

ქვეყნები, საიდანაც 2024 წლის თებერვალში საქართველოში თანხა გადმორიცხეს:

1) რუსეთის ფედერაცია - $62.2 მილიონი, კლება წინა წელთან - 67%;

2) იტალია - $44 მილიონი, ზრდა წინა წელთან 14%;

3) აშშ - $41.2 მილიონი, ზრდა წინა წელთან 35%;

4) საბერძნეთი - $19.0 მილიონი, ზრდა წინა წელთან 9%;

5) გერმანია - $18.1მილიონი, ზრდა წინა წელთან 27%;

6) ისრაელი - $20.4 მილიონი, ზრდა წინა წელთან 23%;

7) ყაზახეთი - $10.6 მილიონი, კლება წინა წელთან 18%;

8) თურქეთი - $7.7 მილიონი, კლება წინა წელთან 12%;

9) ესპანეთი - $5 მილიონი, ზრდა წინა წელთან 16%;

10) ირლანდია - $4.6 მილიონი, ზრდა წინა წელთან 61%.

11) საფრანგეთი - $4.5 მილიონი, ზრდა წინა წელთან 15%;

12) აზერბაიჯანი - $3,8 მილიონი, ზრდა წინა წელთან 10%;

13)ყირგიზეთი - $3,3 მილიონი, კლება წინა წელთან 47%;

14) გაერთიანებული სამეფო - $3 მილიონი, კლება წინა წელთან 11%.

15) პოლონეთო - $2,5 მილიონი, ზრდა წინა წელთან 30%.

16) კანადა - $1,9 მილიონი, ზრდა წინა წელთან 20%;

17) იორდანია - $1,6 მილიონი, ზრდა წინა წელთან 424%;

18) არაბთა გაერთიანებული საამიროები - $1,6 მილიონი, ზრდა წინა წელთან 29%;

19) უზბეკეთი - $1,6 მილიონი, ზრდა წინა წელთან 60%.

20) კვიპროსი – $15 მილიონი, ზრდა წინა წელთან 12%.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S