Accentnews.ge
მაკრონი: თუ რუსეთი მოიგებს ომს, ევროპისადმი ნდობა განულდება

მაკრონი: თუ რუსეთი მოიგებს ომს, ევროპისადმი ნდობა განულდება

15/03/2024 07:25:50 მსოფლიო

საფრანგეთის პრეზიდენტმა ემანუელ მაკრონმა ხუთშაბათს, 14 მარტს, ინტერვიუ მისცა ტელეკომპანია TF1-სა და France 2-ს და ფრანგებს განუმარტა საკუთარი განცხადება დასავლეთის ქვეყნებიდან უკრაინაში სამხედრო პერსონალის გაგზავნის პერსპექტივის შესახებ.

„ჩვენ გვაქვს მიზანი – რუსეთმა არ უნდა მოიგოს ეს ომი. ორი წლის განმავლობაში ვეხმარებოდით უკრაინას. თუ ყველაფერი გაუარესდება, რუსეთი იქნება პასუხისმგებელი“, - განაცხადა პრეზიდენტმა მაკრონმა.

პოლიტიკოსის თქმით, უკრაინაში ომი ვითარდება, რომელსაც აქვს ეგზისტენციალური მნიშვნელობა საფრანგეთისთვის და მთლიანად ევროპისთვის:

„ჩვენ არ ვართ ომში რუსეთთან. მაგრამ ჩვენ მკაფიოდ უნდა განვაცხადოთ: „რუსეთს არ უნდა მივცეთ გამარჯვების უფლება!“.

„2024 წლის დასაწყისი ჩვენთვის ახალ დასაწყისს უნდა ნიშნავდეს“, - განაცხადა მაკრონმა.

მისი აზრით, "ჩვენ უნდა გავაგრძელოთ უკრაინის დახმარება. ჩვენ უნდა შევქმნათ კოალიცია რაკეტებისა და საბრძოლო მასალით მომარაგებისთვის".

მაკრონმა გაიხსენა 26 თებერვალს უკრაინის დახმარების საერთაშორისო კონფერენციაზე გაკეთებული დასკვნები – თუ რუსეთი გაიმარჯვებს, ფრანგების ცხოვრება შეიცვლება. ევროპაში უსაფრთხოება აღარ იქნება.

პრეზიდენტმა მაკრონმა ასევე გაიხსენა, რომ საფრანგეთი განიცდის გაზის, მარცვლეულის ფასების ცვლილების და შემდგომი ეკონომიკური ჯაჭვების რღვევის შედეგებს. საფრანგეთის ლიდერის თქმით, თუ რუსეთი მოიგებს ომს, ევროპისადმი ნდობა "განულდება".

რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინის მუქარაზე საუბრისას მაკრონმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ ბირთვული იარაღი არა „საფრთხის“, არამედ უსაფრთხოების იარაღია. "ჩვენი ბირთვული პოტენციალი გვაძლევს უსაფრთხოებას", - ხაზგასმით აღნიშნა საფრანგეთის პრეზიდენტმა.

შემდეგ მაკრონმა ისაუბრა პუტინთან დიალოგის შესაძლო გაგრძელების თემაზე. საფრანგეთის პრეზიდენტმა იმედი გამოთქვა, რომ დადგება დღე, როდესაც ორივე ქვეყანას მოუწევს, კვლავ განიხილონ ორმხრივი ურთიერთობები და არ აქვს მნიშვნელობა, ვინ იქნება პრეზიდენტი.

გასულ თვეში საფრანგეთის პრეზიდენტმა ემანუელ მაკრონმა განაცხადა, რომ უკრაინაში დასავლური ჯარების გაგზავნის შესაძლებლობა არაა გამორიცხული.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S