Accentnews.ge
საბრძოლო მოქმედებების გამო ბელგოროდის ოლქიდან ასეულობით ადამიანია ევაკუირებული

საბრძოლო მოქმედებების გამო ბელგოროდის ოლქიდან ასეულობით ადამიანია ევაკუირებული

15/03/2024 05:30:18 მსოფლიო

რუსეთის ბელგოროდის ოლქის ხელისუფლებამ აღიარა, რომ საბრძოლო მოქმედებების გამო რამდენიმე ასეული ადამიანის ევაკუაცია გახდა საჭირო.

უკრაინასთან მოსაზღვრე ბელგოროდის და კურსკის ოლქების ზოგიერთ რაიონს უკვე რამდენიმე დღეა, შეიარაღებული ჯგუფები უტევენ, რომელთა წევრები აცხადებენ, რომ "პუტინის რეჟიმის წინააღმდეგ მებრძოლი, უკრაინის მხარდამჭერი რუსი მოხალისეები არიან". თავის მხრივ, რუსეთის ხელისუფლება თავდასხმებში უკრაინის შეიარაღებულ ძალებს ადანაშაულებს.

დღეს ბელგოროდის ოლქის გუბერნატორმა ვიაჩესლავ გლადკოვმა სოციალური ქსელებით გაავრცელა ინფორმაცია. რომ სოფლებიდან: გორა-პოდოლი, გლოტოვო და კოზინკა ევაკუირებულია 400-მდე ადამიანი.

14 მარტს, ღამით გავრცელებული ცნობების თანახმად, კოზინკის რაიონში ინტენსიური ბრძოლა მიმდინარეობდა.

შუაღამის შემდეგ გუბერნატორმა გლადკოვმა ტელეგრამ-არხზე დაწერა, რომ კოზინკაში „ძალიან სერიოზული ნგრევაა“. ამასთან, გლადკოვი ირწმუნება, რომ ბელგოროდის რეგიონის ტერიტორიაზე „უკრაინის ჯარები არ არიან“ და ბრძოლა ოლქის საზღვრებს მიღმა მიმდინარეობს. ამას უარყოფენ მოხალისეთა ჯგუფები. მათი ინფორმაციით, საბრძოლო მოქმედებები უშუალოდ რუსეთის ტერიტორიაზეა.

ამ კვირაში პირველი ცნობები, რომ უკრაინის ტერიტორიიდან რუსეთის ბელგოროდის და კურსკის ოლქებთან საზღვარი გაარღვიეს ლეგიონმა „რუსეთის თავისუფლება“, „მოხალისეთა კორპუსმა“ და „ციმბირის ბატალიონმა“, 12 მარტს გავრცელდა. რუსეთს ეს ფორმირებები ტერორისტულ ორგანიზაციებად ჰყავს გამოცხადებული.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S