
ლიეტუვა ევროკავშირს რუსული და ბელარუსული მარცვლეულის იმპორტის აკრძალვას სთხოვს
14/03/2024 19:27:31 მსოფლიო
ლიეტუვის სეიმმა მიიღო რეზოლუცია, რომელიც ევროკავშირს რუსული და ბელარუსული მარცვლეულის იმპორტის აკრძალვას სთხოვს. რეზოლუციას მხარი სეიმის 107-მა დეპუტატმა ერთხმად დაუჭირა.
ქვეყნის პარლამენტი ევროკომისიას ასევე სთხოვს, უზრუნველყოს თანამშრომლობა და კოორდინაცია ევროკავშირის წევრ ქვეყნებს შორის, რათა ეფექტურად და ერთნაირად გამოიყენოს ეს აკრძალვა ევროკავშირის მასშტაბით.
რეზოლუცია ცალკე სთავაზობს განიხილოს ევროკავშირში რუსული და ბელარუსული წარმოშობის საკვები პროდუქტების იმპორტის აკრძალვის შესაძლებლობა. არახელსაყრელი საბაზრო ფასების შემთხვევაში, ევროკომისიას შესთავაზეს, გამოიყენოს ინტერვენციების სისტემა უკრაინაში ჭარბი მარცვლეულის შესაძენად.