
შოლცი: უკრაინის მხარდაჭერას გავაგრძელებთ იმდენ ხანს, რამდენიც საჭირო იქნება
14/03/2024 17:40:52 მსოფლიო
გერმანიის კანცლერ ოლაფ შოლცის განცხადებით, დასავლეთი უკრაინის მხარდაჭერას მანამ გააგრძლებს, ვიდრე საჭირო იქნება. ამის შესახებ მან უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკისთან სატელეფონო საუბრის შემდეგ სოციალურ ქსელში დაწერა.
“უკრაინის გვერდით მტკიცედ ვდგავართ, ეს კიდევ ერთხელ გავიმეორე პრეზიდენტ ზელენსკისთან სატელეფონო საუბარისას. უკრაინის მხარდაჭერას გავაგრძელებთ ჩვენს საერთაშორისო პარტნიორებთან მჭიდრო კოორდინაციაში იმდენ ხანს, რამდენიც საჭირო იქნება”, - წერს შოლცი.
თავის მხრივ, ზელენსკი აცხადებს, მხარეებმა "პოლიტიკური, ეკონომიკური და თავდაცვის სფეროში თანამშრომლობის საკითხები განიხილეს".