Accentnews.ge
Red Wings თბილისსა და ბათუმში გროზნოდანაც გეგმავს ფრენას

Red Wings თბილისსა და ბათუმში გროზნოდანაც გეგმავს ფრენას

14/03/2024 13:29:02 ეკონომიკა, საზოგადოება

13 მარტს რუსეთის საჰაერო ტრანსპორტის ფედერალურმა სააგენტომ (როსავიაცია) რუსულ ავიაკომპანია Red Wings-ს საქართველოს მიმართულებით დამატებითი ფრენების განხორციელების წინასწარი ნებართვა გასცა,– იუწყება "ეხო კავკაზა".

Red Wings-ს, კერძოდ, სურს ფრენა შემდეგ მიმართულებებზე:

  • ირკუტსკი-თბილისი;
  • ნოვოსიბირსკი-თბილისი;
  • გროზნო-თბილისი;
  • ნოვოსიბირსკი-ბათუმი;
  • გროზნო-ბათუმი;
  • ნოვოსიბირსკი-ქუთაისი.

თითოეულ მიმართულებაზე კვირაში შვიდი რეისის შესასრულებლად გაიცა ნებართვა. მაგრამ მათ სჭირდებათ ნებართვა საქართველოს სამოქალაქო ავიაციის სააგენტოდან. სააგენტოს კომენტარი ჯერ არ გაუკეთებია.

Red Wings ამჟამად დაფრინავს ბათუმში მოსკოვიდან; ქუთაისში მოსკოვიდან და პეტერბურგიდან; თბილისში სანკტ-პეტერბურგიდან, სამარადან, ყაზანიდან და ეკატერინბურგიდან.

კიევში, ვაშინგტონში და ევროკავშირის ქვეყნებში საქართველოს რუსეთთან ფრენების აღდგენის გამო აკრიტიკებენ. სახელმწიფო დეპარტამენტმა განაცხადა, რომ შეერთებულმა შტატებმა შესაძლოა, სანქციები დააწესოს იმ ქართული კომპანიების წინააღმდეგ, რომლებიც ემსახურებიან სანქცირებულ რუსულ კომპანიებს.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S