
ქალს, რომელმაც საკუთარ კაფეში რუსი სამხედროები არ შეუშვა, საცხოვრებლად საქართველოში გადმოსვლა მოუწია
14/03/2024 13:13:39 საზოგადოება
მოსკოვის მახლობლად მდებარე ლიუბერცის ყავის მაღაზიის Strong Coffee-ს მფლობელმა ალენა პოლიაკევიჩმა განაცხადა, რომ რუსეთიდან საქართველოში მას შემდეგ გადმოვიდა, რაც მის მიმართ "სიძულვილის წაქეზების" მუხლით აღიძრა საქმე,– წერს BBC-ის რუსული სამსახური.
როგორც იუწყებიან, პოლიაკევიჩის დევნა მას შემდეგ დაიწყო, რაც მან სოციალურ ქსელებში განაცხადა, რომ იძულებული გახდა, საკუთარი მაღაზიიდან რუსი სამხედრო კაცი გაედევნა, რადგან "რბილად რომ ვთქვათ, არც ისე კარგად" იქცეოდა. ამ "სტატუსს" უკრაინის წინააღმდეგ ომის მომხრეთა უკმაყოფილება მოჰყვა, რომლებმაც ქალის წინააღმდეგ საჩივრების დაწერა დაიწყეს.
26 თებერვალს ის ჯარის „დისკრედიტაციისთვის“ 45 ათასი რუბლით დააჯარიმეს. ორი დღის შემდეგ მოსკოვის ოლქის საგამოძიებო კომიტეტმა განაცხადა, რომ საქმე აღძრა ლიუბერცის კაფეს მფლობელის წინააღმდეგ, რომელმაც, უშიშროების ძალების თქმით, რუსი ჯარისკაცები დაწესებულებაში არ შეუშვა და გამოაქვეყნა გარკვეული ინფორმაცია "ექსტრემისტული" განცხადებებით.
„სჯობს შორს ვიყო ცოცხალი და ჯანმრთელი, ვიდრე დედაჩემმა წინასწარ დაკავების იზოლატორში მაკითხოს "სუხარით", - წერს გოგონა და ამბობს, რომ ქვეყნიდან წავიდა და მაღაზიის დახურვა მოუხდა.
”მე გავაკეთე ის, რაც უნდა გამეკეთებინა, მაგრამ ყოველგვარ სიამაყეს აქვს შედეგები,” - დასძინა მან.