Accentnews.ge
ჩრდილოეთ კორეამ ძაღლების ყოლის, როგორც „ბურჟუაზიული პრაქტიკის“ წინააღმდეგ დაიწყო ბრძოლა

ჩრდილოეთ კორეამ ძაღლების ყოლის, როგორც „ბურჟუაზიული პრაქტიკის“ წინააღმდეგ დაიწყო ბრძოლა

14/03/2024 12:54:33 მსოფლიო

ჩრდილოეთ კორეის ხელისუფლება ადამიანებს, რომლებსაც სახლში ძაღლები ჰყავთ, „არასოციალისტურ ქცევაში“ ადანაშაულებენ, – იუწყება Daily NK საკუთარ წყაროებზე დაყრდნობით.

გამოცემის ცნობით, ჩრდილოეთ კორეის ქალთა სოციალისტურმა კავშირმა საკუთარ წევრებს აცნობა, რომ ძაღლის ოჯახის წევრად განხილვა შეუთავსებელია სოციალისტური ცხოვრების წესთან.

წყარომ განმარტა, რომ ქვეყანაში ყოველთვის ბევრ ოჯახს ჰყავდა კატა თაგვების დასაჭერად, მაგრამ ძაღლები იშვიათად. თუმცა მათი რაოდენობა თანდათან იზრდება და ბოლო დროს შესამჩნევად გაიზარდა სხვადასხვა უცხოური ჯიშის ძაღლების რიცხვი.

წყარო ყვება, რომ ჩრდილოეთ კორეის ხელისუფლებამ ჯერ დაგმობა დაიწყო ოჯახში ძაღლის ყოლის, როგორც არასოციალისტური საქციელის, მაგრამ ამას მცირე შედეგი მოჰყვა. თუმცა, ბოლო დროს სახელმწიფომ უფრო აქტიური ნაბიჯები გადადგა პრაქტიკის გასაკონტროლებლად, რომელიც ოფიციალურ ენაზე „ბურჟუაზიული ცხოვრების წესს" უწოდებენ.

კორეის ქალთა სოციალისტური კავშირის განცხადებაში ნათქვამია:

”ძაღლი, არსებითად ხორცია, რომელიც იზრდება ქუჩაში მისი ბუნების შესაბამისად, როცა კვდება, საკვებია. ამიტომ, ასეთი ქცევა [ძაღლების სახლში ყოლა] აბსოლუტურად ანტისოციალისტურია და მკაცრად უნდა აღიკვეთოს“.

მათ აღნიშნეს, რომ ვინც ძაღლების ყოლის პრაქტიკის წინააღმდეგ ბრძოლაში ჩაერევა, ამხანაგურ სასამართლოში გამოიძახებენ.

მანამდე ცნობილი გახდა, რომ სამხრეთ კორეული სერიალების ყურების გამო ორ მოზარდს 12 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯეს.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S