Accentnews.ge
KRP: რუსეთიდან ფინეთში შესულ მიგრანტებს შორის პოტენციურად საშიში პირები არიან

KRP: რუსეთიდან ფინეთში შესულ მიგრანტებს შორის პოტენციურად საშიში პირები არიან

14/03/2024 11:05:15 მსოფლიო

ფინელი სამართალდამცავები მიიჩნევენ, რომ ასობით მიგრანტს შორის, რომლებიც ქვეყანაში რუსეთის საზღვრის გავლით ბოლო თვეებში შევიდნენ, შესაძლოა რამდენიმე ათეული პოტენციურად საშიში პირი იყოს. წერს Yle.

ქვეყნის საგამოძიებო ბიუროს (KRP) ხედვით, რომ გასული წლის აგვისტოდან რუსეთის გავლით ფინეთში ჩასულ (უმეტესობა ნოემბერში) 1300 ადამიანს შორის, არიან ისეთებიც, რომლებიც პოტენციურად საფრთხეს უქმნიან ქვეყნის შიდა უსაფრთხოებას.

ამავდროულად, ისინი მიიჩნევენ, რომ საფრთხე ამ ადამიანების მხრიდან არ არის მყისიერი და შეიძლება განხორციელდეს უახლოეს მომავალში.

უწყებაში განმარტეს, რომ „პოტენციურად საშიშ“ კატეგორიაში მოხვედრის საფუძველი შეიძლება იყოს მრავალი განსხვავებული ფაქტი პიროვნების ბიოგრაფიიდან. მაგალითად, კონკრეტული ორგანიზაციის ან იდეოლოგიური ჯგუფისადმი მიკუთვნების ნიშნები; ბრძოლის ან ორგანიზებულ დანაშაულში მონაწილეობის გამოცდილება, ყალბი დოკუმენტების გამოყენება და სხვა.

სამართალდამცავები ასევე აღიარებენ, რომ მიგრანტების დიდი ნაკადის გამო, რთულია თითოეულის შემთხვევაში პოტენციური რისკების სწრაფად შეფასება.

ფინეთს ამჟამად რუსეთთან საზღვარი ჩაკეტილი აქვს მიგრანტების ნაკადის გამო, რაშიც რუსეთს ადანაშაულებს.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S