Accentnews.ge
საქართველო მსოფლიოს იმ ქვეყნების ხუთეულშია, რომლის მოქალაქეებიც მზად არიან, იბრძოლონ სამშობლოსთვის

საქართველო მსოფლიოს იმ ქვეყნების ხუთეულშია, რომლის მოქალაქეებიც მზად არიან, იბრძოლონ სამშობლოსთვის

14/03/2024 10:33:04 საზოგადოება

საქართველოს მოქალაქეების 83% მზადაა, იბრძოლოს სამშობლოსთვის, ასეთია საერთაშორისო კვლევითი ორგანიზაცია Gallup International-ის მიერ ჩატარებული გამოკითხვის შედეგები.

„საბრძოლო მზადყოფნა, როგორც ჩანს, შემცირდა ბოლო წლებში რამდენიმე კონფლიქტის დაწყების შემდეგ. მაგალითად, 2014 წელს, როდესაც რუსეთის ფედერაციის მიერ ყირიმის ანექსიის მოწმენი გავხდით, იგივე კითხვაზე მსოფლიოში გამოკითხულთა 61%-მა განაცხადა, რომ მზად იყო საბრძოლველად, 27%-მა კი თქვა, რომ არა მზად“, - ნათქვამია ანგარიშში.

2023 წელს გამოკითხულთა 52%-მა განაცხადა, რომ თანახმაა, იბრძოლოს სამშობლოსთვის. მსოფლიოს 45 ქვეყნიდან საქართველო იმ ხუთ სახელმწიფოს შორის მოხვდა, რომლის მოქალაქეებმაც განაცხადეს, რომ მზად არიან, ომის შემთხვევაში იბრძოლონ თავიანთი ქვეყნისთვის.

  • სომხეთი - 96%;
  • საუდის არაბეთი - 94%;
  • აზერბაიჯანი - 88%;
  • პაკისტანი - 86%;
  • საქართველო - 83%.

ხუთი ქვეყანა, რომელთა მოქალაქეებს არ სურთ, მონაწილეობა მიიღონ ომში თავიანთი სახელმწიფოსთვის:

  • იტალია - 78%;
  • ავსტრია - 62%;
  • გერმანია - 57%;
  • ნიგერია - 54%;
  • ესპანეთი - 53%.

კვლევის შედეგებში ასევე აღნიშნულია, რომ რუსეთის მოქალაქეების მხოლოდ 32% არის მზად, იბრძოლოს თავისი ქვეყნისთვის (10 წლის წინ ეს მაჩვენებელი 59% იყო), 20%-მა უპასუხა, რომ არ არის მზად, ხოლო 48%-მა უპასუხა "არ ვიცი".

„მაგრამ გაითვალისწინეთ, რომ ეს კითხვა დაისვა ქვეყანაში, სადაც ანტისაომარი პოზიცია დანაშაულად ითვლება. უკრაინაში გამოკითხულთა უმეტესობა – 62% მზადაა, დაიცვას თავისი ქვეყანა, 33% ამბობს, რომ არა",– ნათქვამია ანგარიშში.

ორგანიზაცია აღნიშნავს, რომ კვლევის ფარგლებში 46 138 ადამიანი გამოიკითხა. გამოკითხვა ჩატარდა 2023 წლის ოქტომბრიდან დეკემბრამდე პერიოდში პირისპირ, სატელეფონო ან ონლაინ ინტერვიუების გზით. Gallup International-ის მიხედვით, გამოკითხვაში ცდომილების ზღვარი 3-5%-ია.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S