Accentnews.ge
ევროკავშირის წევრი სახელმწიფოების ელჩები მესამე ქვეყნებთან უვიზო რეჟიმის გამარტივებული წესით შეჩერების შესახებ კანონპროექტზე შეთანხმდნენ

ევროკავშირის წევრი სახელმწიფოების ელჩები მესამე ქვეყნებთან უვიზო რეჟიმის გამარტივებული წესით შეჩერების შესახებ კანონპროექტზე შეთანხმდნენ

14/03/2024 08:59:30 მსოფლიო

ევროკავშირის წევრი სახელმწიფოების ელჩები (Coreper) მესამე ქვეყნებთან უვიზო რეჟიმის გამარტივებული წესით შეჩერების შესახებ კანონპროექტზე შეთანხმდნენ.

რეგულაციების განახლების მიზანია, ევროკავშირი გაუმკლავდეს შემთხვევებს, როდესაც უვიზო მიმოსვლის მექანიზმი ბოროტად და ევროკავშირის ინტერების საწინააღმდეგოდ გამოიყენება.

დამტკიცების შემთხვევაში, ევროკავშირს უვიზო რეჟიმის შეჩერება შეეძლება ისეთ შემთხვევაში:

  • თუ მესამე ქვეყნის სავიზო პოლიტიკა ევროკავშირის სავიზო პოლიტიკას არ შეესაბამება, რასაც შესაძლოა, ევროკავშირში უცხო ქვეყნის მოქალაქეების ჩასვლის ზრდა მოჰყვეს, მაგალითად, ამ ქვეყნის ევროკავშირთან გეოგრაფიული სიახლოვის გამო.
  • უვიზო რეჟიმი შესაძლოა, შეჩერდეს, თუ ქვეყანაში მოქმედებს ინვესტორებისთვის მოქალაქეობის მინიჭების სქემა,
  • თუ მესამე ქვეყნის დოკუმენტების უსაფრთხოებასთან დაკავშირებულ კანონმდებლობაში ან პროცედურებში არსებობს ჰიბრიდული საფრთხეები ან ნაკლოვანებები.

ამასთან, ევროკავშირმა უვიზო რეჟიმი მესამე ქვეყანასთან შესაძლოა, შეაჩეროს იმ შემთხვევაში, თუ ამ ქვეყანასთან მისი ურთიერთობები მნიშვნელოვნად გაუარესდება, განსაკუთრებით ისეთ საკითხებთან დაკავშირებით, როგორიცაა ადამიანის უფლებები და ძირითადი თავისუფლებები.

ძალაში დარჩება ასევე უვიზო რეჟიმის შეჩერების აქამდე მოქმედი პირობები, მათ შორის, მესამე ქვეყნიდან თავშესაფრის მაძიებელთა დიდი რაოდენობით უსაფუძვლო განაცხადების მიღება, რეადმისიის ფარგლებში თანამშრომლობის შემცირება, უვიზო რეჟიმით დადგენილი ვადების დარღვევა.

კანონპროექტის თანახმად, უვიზო მიმოსვლის დროებითი შეჩერების ვადა 9-დან 12 თვემდე იზრდება და შეიძლება გაგრძელდეს კიდევ 24 თვით (ნაცვლად დღეს მოქმედი 18 თვისა).

ევროკავშირის ელჩების ინიციატივის საბოლოო საკანონმდებლო ტექსტზე ევროკავშირის აღმასრულებელი სტრუქტურები პარლამენტთან უნდა შეთანხმდნენ.

უვიზო მიმოსვლის დროებით შეჩერების მექანიზმი 2018 წლიდან მოქმედებს.

ევროკავშირს 61 ქვეყანასთან, მათ შორის საქართველოსთან, აქვს უვიზო რეჟიმი, რომლის მიხედვით, შენგენის ზონაში მოგზაურობა მესამე ქვეყნების მოქალაქეებს 180 დღის განმავლობაში 90 დღით შეუძლიათ.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S