Accentnews.ge
Reuters: ნიგერიაში სკოლიდან აყვანილინ 286 მძევლის გასათავისუფლებლად $620 000-ს ითხოვენ

Reuters: ნიგერიაში სკოლიდან აყვანილინ 286 მძევლის გასათავისუფლებლად $620 000-ს ითხოვენ

14/03/2024 09:12:55 მსოფლიო

შეიარაღებულმა პირებმა ნიგერიაში 286 გატაცებული სკოლის მოსწავლისა და თანამშრომლის გასათავისუფლებლად, ჯამში, $620 000-ს მოითხოვეს. ამის შესახებ გატაცებულთა ოჯახების წარმომადგენელმა Reuters-თან ისაუბრა.

"მათ 20 დღე მოგვცეს, რომლის ათვლა გატაცების დღიდან დაიწყო. გვითხრეს, რომ ყველა მოსწავლესა და სკოლის თანამშრომელს მოკლავენ, თუ მათ მოთხოვნას არ შევასრულებთ" – ამბობს ერთ–ერთი გატაცებულის ოჯახი.

შეიარაღებულმა პირებმა ნიგერიაში სკოლიდან 286 ბავშვი სასწავლო დაწესებულების თანამშრომელი 7 მარტს გაიტაცეს.

ნიგერიის პრეზიდენტმა, ბოლა აჰმედ ტინუბუმ გატაცებულების დასახსნელად შეიარაღებული ძალები გაგზავნა.

რამდენიმე დღით ადრე ექსტრემისტებმა ქვეყნის ჩრდილო-აღმოსავლეთში 200 ადამიანი, ძირითადად ქალები და ბავშვები, გაიტაცეს.

ქვეყანაში სკოლებიდან ბავშვების გამოსასყიდის მიღების მიზნით გატაცება ხშირია.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S