Accentnews.ge
ბოლო ორ წელში "ლუკოილის" მეოთხე ტოპ–მენეჯერი გარდაიცვალა მოულოდნელად

ბოლო ორ წელში "ლუკოილის" მეოთხე ტოპ–მენეჯერი გარდაიცვალა მოულოდნელად

14/03/2024 08:55:08 მსოფლიო

რუსული ნავთობისა და გაზის კომპანიის, "ლუკოილის" ვიცე-პრეზიდენტი ვიტალი რობერტუსი 54 წლის ასაკში გარდაიცვალა. ამის შესახებ "ლუკოილის" პრესსამსახური იტყობინება. ის კომპანიის მეოთხე ტოპ – მენეჯერია, რომელიც უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომის დაწყების შემდეგ მოულოდნელად გარდაიცვალა.

"ღრმა მწუხარებით გაცნობებთ, რომ კომპანიის ვიცე-პრეზიდენტი ვიტალი ვლადიმერის ძე რობერტუსი 54 წლის ასაკში მოულოდნელად გარდაიცვალა," - ნათქვამია განცხადებაში.

2023 წლის ოქტომბერში გავრცელდა ინფორმაცია კომპანიის დირექტორთა საბჭოს თავმჯდომარის ვლადიმერ ნეკრასოვის სიკვდილის შესახებ. მიზეზად გულის მწვავე უკმარისობა დასახელდა.

ნეკრასოვი კომპანიას წინა თავმჯდომარის რავილ მაგანოვის გარდაცვალების შემდეგ ხელმძღვანელობდა, რომელიც 2022 წელს, როგორც იტყობინებოდნენ, ცენტრალური კლინიკური საავადმყოფოს მთავარი შენობის ფანჯრიდან გადმოვარდა.

მანამდე, 2022 წლის მაისში "ლუკოილის" ყოფილი ტოპ–მენეჯერის ალექსანდრ სუბბოტინის ცხედარი კერძო სახლში იპოვეს. მიზეზად ასევე გულის მწვავე უკმარისობა დასახელდა.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S