
რუსთავში, ერთ-ერთ აფთიაქში ავტომობილი შევარდა
14/03/2024 08:14:18 საზოგადოება
რუსთავში, თოდრიას ქუჩაზე ერთ-ერთ სააფთიაქო ქსელში ავტომობილი შევარდა, – იუწყება "ინფო რუსთავი".
როგორც გამოცემას თვითმხილველები უყვებიან, მძღოლი მანქანას აჩერებდა, რა დროსაც სავარაუდოდ, დამუხრუჭება ვეღარ შეძლო და აფთიაქის მინას შეეჯახა.
შედეგად არავინ დაშავებულა.
ადგილზე მობილიზებული იყო საპატრულო პოლიცია.