
მედია: უკრაინული მხრიდან ჯგუფი რუსულ ბელგოროდში შეღწევას ცდილობს, მიმდინარეობს ბრძოლები
14/03/2024 07:57:02 მსოფლიო
სამხედროების ჯგუფი რუსეთის ტერიტორიაზე, ბელგოროდის რეგიონში ცდილობს შეჭრას რუსეთ-უკრაინის საზღვრიდან, იუწყებიან რუსული ტელეგრამ–არხები Shot და Mash.
Mash–ის ცნობით, ბრძოლები სოფელ სდარიუშინოს მახლობლად დაიწყო. ამ ინფორმაციის მიხედვით, ისინი სპოდარიუშინოში შესვლას უკრაინული სოფელ პოპოვკადან ცდილობდნენ. ვარაუდობენ, რომ სგუფი შედგება დაახლოებით 30 ადამიანისგან. მათთან საბრძოლველად ავიაციის გამოყენება გადაწყვიტეს.
რუსული მედია წერს, რომ დილიდან ბელგოროდის რაიონი საარტილერიო ცეცხლის ქვეშაა.
უკრაინის მხარეს მებრძოლმა „რუსეთის მოხალისეთა კორპუსმა“ (RDK) ჩაწერა მიმართვა, რომლის მიხედვითაც, უკრაინის ტერიტორიის დაბომბვის გამო ქვედანაყოფი „იძულებული გახდა საპასუხო ცეცხლი გაეხსნა სამხედრო ობიექტებისთვის კურსკისა და ბელგოროდის რეგიონებში“.
12 მარტს „რუსეთის მოხალისეთა კორპუსმა“, "რუსეთის თავისუფლების ლეგიონმა" და "ციმბირის ბატალიონმა" განაცხადეს, რომ გაარღვიეს საზღვარი და შევიდნენ კურსკის რაიონის სოფელ ტიოტკინოში. იტყობინებოდნენ ბრძოლების შესახებ. მოგვიანებით სამხედროებმა კურსკისა და ბელგოროდის მოსახლეობას ევაკუაცია ურჩიეს.