Accentnews.ge
მოსკოვის "სპარტაკის" ფეხბურთელი ჰოლანდიის მოთხოვნით დუბაიში დააკავეს

მოსკოვის "სპარტაკის" ფეხბურთელი ჰოლანდიის მოთხოვნით დუბაიში დააკავეს

14/03/2024 07:36:03 მსოფლიო

მოსკოვის "სპარტაკის" ფეხბურთელი კვინსი პრომესი ჰოლანდიის პროკურატურის მოთხოვნით დუბაიში დააკავეს, იუწყება De Telegraaf.

როგორც იუწყებიან, პრომესი არაბეთის გაერთიანებულ საემიროებში იმყოფებოდა, რადგან "სპარტაკ" იქ ზამთრის შეკრებას მართავდა.

ჰოლანდიის მართლმსაჯულება პრომესის ექსტრადირებაზე მუშაობს.

„იმ გარემოებების განხილვას, რომლებიც ჯერ კიდევ არ იძლევა კვინსი პრომესის რუსეთში დაბრუნების საშუალებას, შესაძლოა კიდევ გარკვეული დრო დასჭირდეს. კლუბი კონტაქტზეა ფეხბურთელის წარმომადგენლებთან“, - ციტირებს Match TV კლუბის პრესსამსახურს.

გასულ ზაფხულს, ამსტერდამის სასამართლომ ფეხბურთელს 18 თვიანი პატიმრობა მიუსაჯა ბიძაშვილზე თავდასხმისთვის, თებერვალში კი ფეხბურთელი დამნაშავედ ცნო ნარკოტიკების კონტრაბანდაში და სასამართლომ მას 6 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S