
რუსეთში Ми-8 ტიპის ვერტმფრენის ჩამოვარდნას მსხვერპლი მოჰყვა
14/03/2024 06:35:03 მსოფლიო
რუსეთში მაგადანის ოლქში Ми-8 ტიპის ვერტმფრენი ჩამოვარდა, რომელშიც 20 ადამიანი, მათ შორის, ეკიპაჟის 3 წევრი იმყოფებოდა.
მედიის ინფორმაციით, დაიღუპა, სულ მცირე, 1 ადამიანი და დაშავდა კიდევ ორი.
წინასწარი მონაცემებით, ინციდენტის მიზეზი ძრავის გაუმართაობა გახდა.
რუსეთის შორეული აღმოსავლეთის სატრანსპორტო პროკურატურის ინფორმაციით, ვერტმფრენს ოქროს მაღაროს მუშები გადაჰყავდა.