Accentnews.ge
წინასწარი შეფასებით, დიდუბეში, საცხოვრებელ კორპუსში აფეთქება გაზის გაჟონვამ გამოიწვია

წინასწარი შეფასებით, დიდუბეში, საცხოვრებელ კორპუსში აფეთქება გაზის გაჟონვამ გამოიწვია

14/03/2024 05:00:28 საზოგადოება

თბილისის დიდუბის რაიონში, საცხოვრებელი კორპუსის პირველ სართულზე მომხდარი აფეთქების გამომწვევ მიზეზად, წინასწარი ვერსიით, ბუნებრივი აირის გაჟონვა სახელდება.

აფეთქება სამტრედიის ქუჩის #2-ში მდებარე 4-სადარბაზოიანი კორპუსის მე-3 სადარბაზოში გვიან ღამით მოხდა. მსხვერპლი არ არის. დაზიანებულია რამდენიმე ბინა და შენობის სიახლოვეს გაჩერებული ავტომობილები.

აფეთქების ტალღამ კორპუსის სხვა სადარბაზოების ბინებში ფანჯრები ჩაამსხვრია.

თბილისის სახანძრო-სამაშველო ძალების მთავარი სამმართველოს უფროსმა ლევან მუსელიანმა ჟურნალისტებს განუცხადა, რომ პირველადი დათვალიერებით, გამომწვევი მიზეზი ბუნებრივი აირის გაჟონვაა. აფეთქება მოხდა შენობის პირველ სართულზე მდებარე კომერციულ ფართში, სადაც სარემონტო სამუშაოები მიმდინარეობდა.

კორპუსიდან ყველა მცხოვრები გაიყვანეს. შენობის მდგომარეობა ექსპერტებმა უნდა შეაფასონ.

თბილისის მერიამ გაავრცელა ინფორმაცია, რომ დაზარალებულთა სასტუმროებში დაბინავება დიდუბის რაიონის გამგეობამ უზრუნველყო. მერიის მონაცემებით, კორპუსში, სადაც აფეთქება მოხდა 93 ოჯახი ცხოვრობს. თბილისის მერიის ცნობით, შენობის მდგომარეობის შესწავლის შემდეგ გაირკევვა, მოსახლეობა საცხოვრებლად კორპუსს დაუბრუნდება, თუ სახლის გამაგრებამდე დროებით ქირით გადაიყვანენ.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S