Accentnews.ge
ფინეთის პრემიერი: რუსეთი დასავლეთთან ხანგრძლივი კონფლიქტისთვის ემზადება, უნდა გამოვავლინოთ პოლიტიკური ნება

ფინეთის პრემიერი: რუსეთი დასავლეთთან ხანგრძლივი კონფლიქტისთვის ემზადება, უნდა გამოვავლინოთ პოლიტიკური ნება

13/03/2024 20:30:48 მსოფლიო

ფინეთის პრემიერ-მინისტრმა პეტერი ორპომ 13 მარტს განაცხადა, რომ რუსეთი „დასავლეთთან ხანგრძლივი კონფლიქტისთვის“ ემზადება.

ის ევროკავშირის თავდაცვისთვის უფრო დიდი ბიუჯეტისა და მეტი კოორდინაციის მოწოდებით გამოვიდა.

„აშკარაა, რუსეთი დასავლეთთან ხანგრძლივი კონფლიქტისთვის ემზადება და ის მუდმივ და ეგზისტენციალურ სამხედრო საფრთხეს წარმოადგენს ევროპისთვის. წარმოიდგინეთ, რა მოხდება შემდეგ, თუ რუსეთი წარმატებას მიაღწევს უკრაინაში“,– თქვა მან ევროპის პარლამენტში გამოსვლისას.

თუმცა, დასძინა, „რუსეთი არ არის დაუმარცხებელი“ – მისი სამხედრო შესაძლებლობები შეზღუდულია და ყოველი ევრო უკრაინის მხარდასაჭერად "დაბალი ფასია, ვიდრე შესაძლო ხარჯები რუსეთის გამარჯვების შემთხვევაში".

ორპომ თქვა ისიც, რომ ევროპისთვის თვითკმაყოფილება არაა გამოსავალი და უნდა გააძლიეროს თავისი თავდაცვის შესაძლებლობები, საზღვრების უსაფრთხოება:

"შეგვიძლია გადავლახოთ ეს გამოწვევა, თუ გავაერთიანებთ ჩვენს რესურსებს. ჩვენ გვაქვს ფინანსური შესაძლებლობები, ახლა ჩვენ უნდა გამოვავლინოთ ჩვენი პოლიტიკური ნება“, - დასძინა ფინეთის პრემიერ-მინისტრმა.

ფინეთი, რომელსაც რუსეთთან 1340-კილომეტრიანი საზღვარი აკავშირებს, 2023 წლის აპრილში გახდა ნატოს წევრი.

შვედეთმა და ფინეთმა თავიანთ ნეიტრალიტეტზე უარი თქვეს უკრაინაში რუსეთის შეჭრის შემდეგ.

რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა 13 მარტს გამოქვეყნებულ შენიშვნებში განაცხადა, რომ ფინეთისა და შვედეთის ნატოში გაწევრიანება „უაზრო ნაბიჯი“ იყო და რომ რუსეთი ჯარებსა და გამანადგურებელ სისტემებს განათავსებს ჩინეთის საზღვართან.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S