Accentnews.ge
ჩინეთმა და NATO–მ სამხედრო დიალოგი გამართეს

ჩინეთმა და NATO–მ სამხედრო დიალოგი გამართეს

13/03/2024 20:19:55 მსოფლიო

ჩინეთის თავდაცვის სამინისტროსა და ჩრდილოატლანტიკური ალიანსის წარმომადგენლებმა მერვე შეხვედრა გამართეს პეკინში 13 მარტს უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებზე სამხედრო დიალოგის ფარგლებში. ამის შესახებ ნატო-მ და ჩინეთის თავდაცვის სამინისტრომ განაცხადეს.

ჩინურმა მხარემ აღნიშნა, რომ მათ გაცვალეს მოსაზრებები „ჩინეთსა და ნატოს შორის თავდაცვითი თანამშრომლობის, ასევე საერთაშორისო და რეგიონული სიტუაციის შესახებ“.

ალიანსმა აღნიშნა, რომ მათ დელეგაციას ხელმძღვანელობდა თანამშრომლობის უსაფრთხოების დეპარტამენტის დირექტორი, გენერალ-მაიორი დაციან-ტიბერიუ სკერბანი, ხოლო ჩინეთის მხრიდან საერთაშორისო სამხედრო თანამშრომლობის ოფისის დირექტორის მოადგილე, გენერალ-მაიორი იაო ცინი.

„შეხვედრაზე განიხილეს ისეთი თემები, როგორიცაა გლობალური და რეგიონული უსაფრთხოება უკრაინაში რუსეთის უკანონო შეჭრაზე აქცენტით, საზღვაო უსაფრთხოება და საკითხები, რომლბიც ორივე მხარის შეშფოთებას იწვევს“, - ნათქვამია ნატოს განცხადებაში.

ალიანსის წარმომადგენლებმა ხაზგასმით აღნიშნეს ასეთი მოლაპარაკებების მნიშვნელობა, "საერთო პრობლემებისა და ინტერესების გადასაჭრელად და გამჭვირვალობის ხელშეწყობისთვის“.

მანამდე ჩინეთსა და ნატოს შორის სამხედრო დონის მოლაპარაკებების ბოლო რაუნდი 2023 წლის თებერვალში ბრიუსელში, ალიანსის შტაბ-ბინაში გაიმართა.

დეკემბერში აშშ-ისა და ჩინეთის არმიის ლიდერებმა პირველი მოლაპარაკებები გამართეს წელიწადნახევრის შემდეგ ვიდეოკონფერენციის საშუალებით.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S