Accentnews.ge
ევროპარლამენტმა მსოფლიოში პირველმა დაამტკიცა კანონი, რომელიც არეგულირებს ხელოვნური ინტელექტის გამოყენებას

ევროპარლამენტმა მსოფლიოში პირველმა დაამტკიცა კანონი, რომელიც არეგულირებს ხელოვნური ინტელექტის გამოყენებას

13/03/2024 19:45:01 მსოფლიო

13 მარტს ევროპარლამენტმა მსოფლიოში პირველმა დაამტკიცა კანონი, რომელიც არეგულირებს ხელოვნური ინტელექტის გამოყენებას. ეს არის ფართო მასშტაბის წესები ხელოვნური ინტელექტის მართვის სფეროში, მათ შორის მძლავრი სისტემების.

ევროპის კავშირის მაღალი რანგის მოხელეების თქმით, წესები, რომლებიც პირველად 2021 წელს იქნა წარდგენილი, მოქალაქეებს დაიცავს ელვისებური სისწრაფით ცვალებადი ხელოვნური ინტელექტის ტექნოლოგიისგან მომდინარე შესაძლო საფრთხეებისგან. ამავე დროს ეს წესები საფუძველს გაამყარებს ევროკავშირში სფეროს განვითარებისთვის.

ევროპის კავშირში განსაკუთრებით ჩქარობდნენ ახალი კანონის მიღებას მას შემდეგ, რაც 2022 წელს გამოჩნდა ხელოვნური ინტელექტის სფეროში აქტიური ორგანიზაცია OpenAI-ის პროგრამა ChatGPT, რომელსაც Microsoft-ი უჭერს მხარს.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S