Accentnews.ge
მედია: აშშ ვერ ხედავს რუსეთის მზადყოფნას ბირთვული იარაღის გამოყენების თაობაზე პუტინის მუქარის შემდეგ

მედია: აშშ ვერ ხედავს რუსეთის მზადყოფნას ბირთვული იარაღის გამოყენების თაობაზე პუტინის მუქარის შემდეგ

13/03/2024 19:34:58 მსოფლიო

შეერთებული შტატები კრემლის ხელმძღვანელის ვლადიმირ პუტინის მორიგი ბირთვული შანტაჟისა, ვერ ხედავს რაიმე ნიშნებს, რომ რუსეთი ემზადება ბირთვული იარაღის გამოსაყენებლად უკრაინაში. ამის შესახებ Reuters–ის მიერ ციტირებულმა ამერიკელმა ოფიციალურმა პირმა ანონიმურობის პირობით ისაუბრა.

ოფიციალური პირის თქმით, ჩანს, რომ პუტინი იმეორებს რუსეთის ბირთვულ დოქტრინას, რომელიც აცხადებს, რომ რუსები გამოიყენებენ ბირთვულ იარაღს, თუ სახელმწიფოს სუვერენიტეტს საფრთხე დაემუქრება.

„ვერ ვხედავთ ჩვენი ბირთვული პოლიტიკის კორექტირების მიზეზს და არც იმის მინიშნებას, რომ რუსეთი ემზადება ბირთვული იარაღის გამოსაყენებლად უკრაინაში“, - თქვა მან.

თეთრი სახლის ეროვნული უშიშროების საბჭოს სპიკერმა ადრიენ უოტსონმა განაცხადა, რომ ”რუსეთის ბირთვული რიტორიკა იყო უგუნური და უპასუხისმგებლო” უკრაინის წინააღმდეგ ომის განმავლობაში.

”სწორედ რუსეთი შეიჭრა სასტიკად და გაუმართლებლად უკრაინაში და ჩვენ გავაგრძელებთ უკრაინის მხარდაჭერას, რადგან ის იცავს თავის ხალხს და მის სუვერენულ ტერიტორიას რუსული აგრესიისგან”, - თქვა მან.

მანამდე პუტინმა რუს პროპაგანდისტებთან განაცხადა, რომ რუსეთი ტექნიკურად მზად არის ბირთვული ომისთვის და თუ შეერთებული შტატები უკრაინაში ჯარს გაგზავნის, მოსკოვი ამას განიხილავს "მნიშვნელოვან ესკალაციად". მან რამდენიმე კვირის წინაც გააკეთა მსგავსი განცხადება დასავლური ჯარების უკრაინაში შესაძლო განთავსების კონტექსტში.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S