
მედია: ბრიტანეთი განიხილავს ქვეყანაში ჩინეთის მოქალაქეების შესვლის შეზღუდვას ჯაშუშობის საფრთხის გამო
13/03/2024 18:25:49 მსოფლიო
დიდი ბრიტანეთის მთავრობა განიხილავს შესაძლებლობას, შეზღუდოს ჩინეთის იმ მოქალაქეების რაოდენობა, რომლებსაც შეუძლიათ ქვეყანაში დიპლომატიური ან საქმიანი მიზნებით შესვლა არსებული სავიზო შემოწმების გვერდის ავლით, რადგან სისტემა ბოროტად გამოიყენება ჯაშუშების იმპორტისთვის,– წერს Bloomberg.
სააგენტოს თანამოსაუბრეების თქმით, მინისტრები და უშიშროების სამსახურები განიხილავენ სასაზღვრო წესების გადახედვას, რომელიც ეხება დიპლომატებსა და ე.წ. ოფიციალურ სამსახურში მყოფ სხვა პირებს.
მიზანია ჩინეთის და სხვა ქვეყნების იძულება, მიაწოდონ უფრო დეტალური ინფორმაცია, ასევე, ბრიტანეთს მისცენ მეტი დრო შემოწმებისთვის, – დასძინეს წყაროებმა.
ვარიანტებს შორისაა იმ ადამიანების რაოდენობის შეზღუდვა, რომლებსაც შეუძლიათ დიპლომატიური ან მსგავსი წესებით მგზავრობა, ან ოფიციალური ან მთავრობის მიერ დაფინანსებული ღონისძიებების ფარგლების შეზღუდვა, რომლებიც არ საჭიროებენ ვიზას უფრო საფუძვლიანი წინასწარი შემოწმების ქვეშ.
ბრიტანეთის უსაფრთხოების სამსახურები მხარს უჭერენ მკაცრ წესებს რისკების შესამცირებლად.