Accentnews.ge
თურქეთის ელჩმა და რელიგიის საკითხთა სააგენტოს თავმჯდომარემ ადიგენში რელიგიურ ნიადაგზე მომხდარი ინციდენტი განიხილეს

თურქეთის ელჩმა და რელიგიის საკითხთა სააგენტოს თავმჯდომარემ ადიგენში რელიგიურ ნიადაგზე მომხდარი ინციდენტი განიხილეს

13/03/2024 16:49:46 საზოგადოება

საქართველოში თურქეთის ელჩმა ადიგენში რელიგიურ ნიადაგზე მომხდარი ინციდენტი რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტოს თავმჯდომარე ზაზა ვაშაყმაძესთან განიხილა.

შეხვედრის შესახებ ინფორმაცია თავად სააგენტომ გაავრცელა. აღნიშნულია, რომ შეხვედრაზე მიმოიხილეს რელიგიის სააგენტოს თავმჯდომარის ვიზიტი თურქეთის რესპუბლიკაში, ელჩმა "წარმატებულად შეაფასა ვიზიტის შედეგები და აღნიშნა, რომ თურქეთი მიესალმება რელიგიის სააგენტოსა და მის კოლეგა ორგანიზაციას, დიანეთს შორის ურთიერთობების გაღრმავებას".

ოფიციალურ შეტყობინებაში სხვათა შორის არის ნახსენები, რომ "აგრეთვე განიხილეს ადიგენში მომხდარი ფაქტი".

შეტყობინების მიხედვით, ზაზა ვაშაყმაძემ თქვა, რომ საქართველოში "ყველა რელიგიური კონფესიის უფლებები თანაბრადაა დაცული, ამგვარი მიდგომებით იხელმძღვანელებს სახელმწიფო ამ კონკრეტულ შემთხვევაშიც, პროცესში კი ჩართულნი იქნებიან დასავლეთ საქართველოს მუფთი ადამ შანთაძე და ჯავახეთის მუფთი მამუკა ვაშაყმაძე".

რელიზში ვკითხულობთ, რომ ელჩმა ორბაიმ "კმაყოფილება გამოთქვა სააგენტოს პოზიციასთან დაკავშირებით და აღნიშნა, რომ თურქეთი აფასებს რელიგიის სააგენტოს მიდგომებს და სრულ მხარდაჭერას უცხადებს მას".

შეხვედრას ესწრებოდა საქართველოში თურქეთის რესპუბლიკის საელჩოს მრჩეველი რელიგიის საკითხებში მაჰმუთ გოლი.

8 მარტს დაბა ადიგენში წერეთლის N18-ში მდებარე საცხოვრებელ სახლთან, სადაც რელიგიური სკოლა ფუნქციონირებს და ადგილობრივი მუსლიმი მოსახლეობა პარასკევობით ლოცულობს, დაპირისპირება მოხდა.

შენობის ეზოში ზარზმის მონასტრის წინამძღვარი, ნიკოლოზ გეწაძე მართლმადიდებელ სასულიერო პირებთან და ადგილობრივ მოსახლეობასთან ერთად მივიდა და მუსლიმებს შენობის დატოვება მოსთხოვა. ადგილზე მობილიზებული იყო პოლიცია.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S