Accentnews.ge
ФСБ–ს მიერ მოკლული აქტივისტის ცხედარს ოჯახს არ აძლევენ

ФСБ–ს მიერ მოკლული აქტივისტის ცხედარს ოჯახს არ აძლევენ

13/03/2024 15:20:02 მსოფლიო

კალერიაში ФСБ–ს გამომძიებლები მოკლული ბელარუსი აქტივისტის ნიკოლაი ალექსეევის ცხედარს და პირად ნივთებს ნათესავებს არ აძლევენ. ამის შესახებ ტელეგრამის არხი "Real Belarus" იტყობინება.

ალექსეევის მკვლელობის შესახებ 7 მარტს გახდა ცნობილი. ის კარელიაში ФСБ–ს თანამშრომლებმა მოკლეს. როგორც ამტკიცებენ, კაცი ოლონეცში ტერაქტის განხორციელებას გეგმავდა და რომ თითქოს ცხედრის დათვალიერებისას აღმოაჩინეს ბომბი, პისტოლეტი და ვაზნები. ასევე ამტკიცებდნენ, რომ ის ძებნაში იყო, თუმცა მედიამ ამის დამადასტურებელი ვერანაირი ცნობა ვერ მოიძია.

ალექსეევი 49 წლის იყო. ის და მისი მეუღლე მუშაობდნენ მინსკის ფიტნეს კლუბში. მოკლული სამოქალაქო აქტივისტი იყო და რეგულარულად აქვეყნებდა მოწოდებებს ბელარუსში საპროტესტო მოძრაობის მხარდასაჭერად. ალექსეევმა "ინსტაგრამზე" ბოლოს გამოაქვეყნა ფოტო "კალინოვსკის პოლკის" გერბით და წარწერა, "მარადიული ხსოვნა. დიდება გმირებს".

ალექსეევის მეუღლე რუსეთიდანაა. მას ჰქონდა ბინადრობის ნებართვა ბელარუსში, მაგრამ გადავიდა საცხოვრებლად ნათესავებთან კარელიაში. უცნობია, როგორ და როდის გადავიდა ალექსეევი მასთან.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S