
მედია: გერმანიამ TAURUS-ების მოდერნიზება გადაწყვიტა, რათა ყველა მათგანი საბრძოლო მზადყოფნაში იყოს
13/03/2024 15:05:52 მსოფლიო
გერმანიის მთავრობამ TAURUS-ის შორ მანძილზე მოქმედი ფრთოსანი რაკეტების მოდერნიზება გადაწყვიტა, რათა ყველა მათგანი საბრძოლო მზადყოფნაში იყოს,– იტყობინება Die Welt .
გამოცემის ცნობით, 12 მარტს გერმანიის თავდაცვის სამინისტრომ შესაბამის გეგმაზე ბუნდესტაგის თავდაცვის კომიტეტის საგანგებო სხდომის საიდუმლო ნაწილისას ისაუბრა.
იტყობინებიან, რომ გერმანიის შეიარაღებული ძალების არსენალში 600 TAURUS-ია. 2018 წელს განხორციელებული ტექნიკური მოდერნიზაციის შემდეგ მხოლოდ ნახევარია საბრძოლო მზადყოფნაში, დანარჩენს კი სერტიფიცირების ვადა გაუვიდა. ექსპლუატაციაში შესვლისთვის რაკეტებმა უნდა გაიარონ სრული შემოწმება, ხოლო რომელთაც სერტიფიცირების ვადა ამოეწურათ, რემონტზე გაიგზავნება.
Die Welt აღნიშნავს, რომ გადაწყვეტილება ახალ შესაძლებლობებს უხსნის მთავრობას – უკრაინას გადასცეს მეტი ფრთოსანი რაკეტა.