Accentnews.ge
რუსი სამხედრო გაასამართლეს ყირიმის ხიდის აფეთქების შესახებ შინ დაფიქსირებული პოზიციის გამო

რუსი სამხედრო გაასამართლეს ყირიმის ხიდის აფეთქების შესახებ შინ დაფიქსირებული პოზიციის გამო

13/03/2024 13:32:46 მსოფლიო

ვლადივოსტოკელ სამხედროს დანიილ ბონდარენკოს, ორი წელი მიუსაჯეს სასჯელაღსრულების კოლონიაში ყირიმის ხიდზე მომხდარ აფეთქებებზე სახლში საუბრის გამო. ამის შესახებ OVD-Info იტყობინება.

პროკურატურის ცნობით, 2023 წლის აგვისტოში, ბონდარენკომ შინ ყოფნისას თქვა, რომ არ უჭერდა მხარს უკრაინასთან ომს და ასევე გაამართლა დარტყმები, რომლებიც უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა ყირიმის ხიდზე 2022 წლის ოქტომბერში და 2023 წლის ივლისში განახორციელეს. მამაკაცი დამნაშავედ ცნეს "ტერორიზმისკენ მოწოდებაში".

ყირიმის ხიდზე აფეთქება 2022 წლის 8 ოქტომბერს დილით მოხდა. შედეგად ჩამოინგრა საავტომობილო გზის ნაწილი და დაზიანდა რკინიგზის ლიანდაგები. მეორე დღეს რუსეთის საგამოძიებო კომიტეტის ხელმძღვანელმა ალექსანდრე ბასტრიკინმა პუტინს განუცხადა, რომ ამის უკან უკრაინის სპეცსამსახურები დგანან, ასევე „რუსეთისა და უცხო ქვეყნების მოქალაქეები". აფეთქებასთან დაკავშირებით საგამოძიებო კომიტეტმა აღძრა სისხლის სამართლის საქმე ტერაქტის მუხლით.

ყირიმის ხიდი, გარდა იმისა, რომ ოკუპაციის სიმბოლოა, მთავარი არხია რუსული ჯარების მომარაგების კუთხით უკრაინის წინააღმდეგ ომში, შესაბამისად, ლეგიტიმურ სამხედრო სამიზნედ განიხილება.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S