
პოლონეთი უკრაინისთვის ჭურვების შეძენის შესახებ ჩეხეთის ინიციატივას უერთდება
13/03/2024 13:29:18 მსოფლიო
პოლონეთი, ჩეხეთის ინიციატივას შეუერთდა, რომელიც უკრაინისთვის საარტილერიო ჭურვების შეძენას გულისხმობს. ამის შესახებ პოლონეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა რადისლავ სიკორსკიმ განაცხადა.
"დიახ, ჩვენ შევუერთდით [ჩეხეთის ინიციატივას უკრაინისთვის ჭურვების შესაძენად]",- განაცხადა სიკორსკიმ, თუმცა მას არ დაუკონკრეტებია, რა თანხას გამოყოფს ამისთვის ქვეყანა.
მანამდე უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა დმიტრო კულებამ განაცხადა, რომ მისი ინფორმაციით უკრაინის სამხედრო ძალები ჩეხეთის ინიციატივის ფარგლებში საბრძოლო მასალის მარაგს მალე მიიღებენ.
შეგახსენებთ, რომ ჩეხეთის პრემიერ–მინისტრმა პეტრ ფიალამ 26 თებერვალს განაცხადა, რომ ინიციატივას მხარი უკვე 15 ევროპულმა ქვეყანამ დაუჭირა. ინიციატივა უკრაინისთვის 800 000 საარტილერიო ჭურვის შეძენას გულისხმობს.