Accentnews.ge
მედია: გერმანიის ხელისუფლების წარმომადგენლები არწმუნებენ შოლცს, გადასცეს უკრაინას Taurus

მედია: გერმანიის ხელისუფლების წარმომადგენლები არწმუნებენ შოლცს, გადასცეს უკრაინას Taurus

13/03/2024 12:26:37 მსოფლიო

გერმანიის სამთავრობო კოალიციის პარტნიორები ცდილობენ, დაარწმუნონ კანცლერი ოლაფ შოლცი, შეცვალოს თავისი პოზიცია და მიაწოდოს უკრაინას შორი მანძილის ფრთოსანი რაკეტები Taurus. ამის შესახებ Bloomberg ინფორმირებულ წყაროებზე დაყრდნობით იუწყება.

სააგენტოს წყაროების ცნობით, ფინანსთა მინისტრი კრისტიან ლინდნერი და "თავისუფალი დემოკრატების" ლიდერი არ ეთანხმებიან შოლცის პოზიციას და კვლავ იმედოვნებენ, რომ "ის გადაიფიქრებს".

სხვა ინფორმირებულმა წყარომ ჟურნალისტებს განუცხადა, რომ "მწვანეთა" ვიცე-კანცლერი და ეკონომიკის მინისტრი რობერტ ჰაბეკი თანაუგრძნობს კანონმდებლებს, რომლებიც მხარს უჭერენ კიევისთვის Taurus–ის მიწოდებას გაღიზიანებულია კანცლერის ცალმხრივი გადაწყვეტილებით.

ერთი დღით ადრე ოპოზიციური ბლოკი CDU/CSU დაიმუქრა საპარლამენტო გამოძიების დაწყების ინიცირებით კანცლერ ოლაფ შოლცის უარზე, გაგზავნოს უკრაინაში Taurus-ები.

CDU/CSU მოითხოვს გარკვევას, როგორ მივიდა შოლცი დასკვნამდე, რომ კიევისთვის შორი მანძილის რაკეტების მიწოდება ომში ჩართვის რისკის ქვეშ აყენებს ბერლინს და რომ გერმანიის არმიამ უნდა დააპროგრამოს სამიზნეები უკრაინაში.

ოპოზიციამ ეს მოთხოვნა მას შემდეგ გააკეთა, რაც რუსულმა დაზვერვამ გაავრცელა გერმანიის საჰაერო ძალების მაღალჩინოსნებს შორის შემდგარი სატელეფონო საუბარი. ამ საუბრის შინაარსი ეწინააღმდეგება კანცლერის განცხადებებს.

ხუთშაბათს, გერმანელი კანონმდებლები განიხილავენ CDU/CSU-ს კიდევ ერთ წინადადებას, რომელიც მოითხოვს, შოლცმა დაუყოვნებლივ გაგზავნოს Taurus უკრაინაში.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S